ნატალია ყიფშიძე ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შესახებ და საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად ნატალია გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეა ურეკავენ და აშანტაჟებენ:
"რამდენიმე დღის მანძილზე მირეკავდნენ უცხო ნომრიდან. არ ვპასუხობდი, რადგან ვიცი, რომ ბოლო პერიოდია ხალხს უცხო ნომრიდან ურეკავენ და აშინებენ. რამდენიმე დღის შემდეგ მომწერეს, რომ სასამართლოში მიბარებენ. მითხრეს, რომ ჩემს მიმართ იყო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი... პროცესი 20 მაისს არის ჩანიშნული. არ ვიცი, რა მტკიცებულება აქვთ ან რაში მადანაშაულებენ..." - ამბობს ნატალია.
ნატალია ყიფშიძე და ზურა ყიფშიძე
ზურა ყიფშიძემ, “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში ნატალია ყიფშიძის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, კრიტიკულად უპასუხა.
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ზურა ყიფშიძე.
ბაბუის კომენტარს ნატალიაც გამოეხმაურა:
“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით, სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა და უამრავი კომენტარი მოჰყვა. ნატალია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ის სხვადასხვა სოციალური ქსელისა თუ ტელეკომპანიის საშუალებით ღიას აფიქსირებს აზრს, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრტიულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, როგორც ჩანს ის კრიტიკის ობიექტი გახდა და მის ეროვნებასა და წარმომავლობასაც შეენენ. ცოტა ხნის წინ კი მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოჯახის წევრებსა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. ნატალია წერდა, რომ ნახევრად სომეხია, ნახევრად ქართველი და ამით ამაყობს.