ანა ნაცვლიშვილი დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია. ამჯერად ანა სანდროს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს:
ანა ნაცვლიშვილის მშობლები
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. თბილისის “მართვე” (1990-93), თბილისის “კაქტუსი” (1993-95), ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” (1995-96), თბილისის “ვითა” (1996-97), ბულგარეთის “ვარნა” (1997-98), თურქეთის “კარშიაკა” (1998), ესპანეთის “ლოს ბარიოსი” (1999), ისრაელის “ჰერცელია” (1999-2000), ბათუმის “ბასკო” (2000-01), პორტუგალიის “ოლივეირენშე” (2001-03), საფრანგეთის “დიჟონი” (2003-იდან), საქართველოს ნაკრების წევრი (1994 - 2007). ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (2004), საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (2006), პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 03), პორტუგალიის თასის ორგზის (2002, 03) და სუპერთასის მფლობელი (2003), ბულგარეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1998), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 01). პორტუგალიისა (2002) და ბულგარეთის (1998) ჩემპიონატების საუკეთესო კალათბურთელი.
ვატოსა და ნინოს 4 შვილი, თაკო, ანა, გუგა და ანდრია ჰყავთ