ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს დაქორწინების შემდეგ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უტა დაარქვეს. ივანიშვილის უფროსი შვილი 2015 წელს "ქართუ ბანკის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი.
2011 წელს, ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მის ოთხივე შვილს "აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავს.
გვანცა ივანიშვილი საზოგადოებაში გამოჩენას ყოველთვის თავს არიდებს. გვანცას შესახებ ქართველებისთვის ცნობილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გახდა. ის მამას ძმასთან ერთად დაჰყვებოდა მოსახლეობასთან შეხვედრებზე და სცენაზე ცეკვავდა "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" ბავშვებთან ერთად. გვანცა ივანიშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს, არც ხმაურიან გასართობ ადგილებს სტუმრობს. ამბობენ, რომ რამდენიმე მეგობარი ჰყავს საქართველოში, რომლებიც სტუდიაში გაიცნო. როგორც გვანცას მეგობრები ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მილიარდერის ქალიშვილი "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია, თუმცა სოციალურ ქსელში სხვისი გვარით და სახელით არის დარეგისტრირებული. მან წლების წინ, საქართველო დატოვა და შტატებში გადავიდა, მას შემდეგ საქართველოში აღარ ჩამოსულა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა ქართული სახელი აშშ-ში შეიცვალა და ამერიკის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ამჟამად იგი ამერიკულ კომპანიაში მუშაობს.