ნინი შერმადინის ამბავი "კანის" წითელი ხალიჩიდან: "18 მაისს ჩემი ოცნება ახდა... არ მახსოვს, როგორ გავიარე, მაგრამ ერთი წამით მეც ვიგრძენი თავი ნამდვილ ვარსკვლავად" - Marao

ნინი შერმადინის ამბავი "კანის" წითელი ხალიჩიდან: "18 მაისს ჩემი ოცნება ახდა... არ მახსოვს, როგორ გავიარე, მაგრამ ერთი წამით მეც ვიგრძენი თავი ნამდვილ ვარსკვლავად"

2024-05-20 13:46:24+04:00

მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.

განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა".  იურმალაში, „ახალ ტალღაში“, მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.  იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.

  • "ძალიან მინდა, საქართველომ უმასპინძლოს "ევროვიზიას" მომავალ წელს! რაც გინდათ მეძახეთ ახლა!" - ნინი შერმადინი 

ნინი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ხშირად წერს. ის ქართველი სპორტსმენების, მსახიობებისა თუ ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლების დიდ გულშემატკივარია. ამჯერად კი პოსტს კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან აქვეყნებს: 

"კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე, სადაც მთელი მსოფლიოს ვარკვლავებს ფეხი დაუდგამთ, დღეს, 18 მაისს, ჩემი ოცნება ახდა. არ მახსოვს, როგორ გავიარე, მაგრამ ერთი წამით მეც ვიგრძენი თავი ნამდვილ ვარსკვლავად. მოგეხსენებათ, ფოტოების გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ტელეფონი ჩუმად ამოვაფარე ჩვენს ულამაზეს ქართულ დროშას, რომ ეს მომენტი აღმებეჭდა.  

  • "დედა, შვილი და შვილიშვილი" - სამი ულამაზესი თაობა და წარმოუდგენელი მსგავსება: ნინი შერმადინი დედისა და ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს 

"Georgia” და ფოტოგრაფების ყურადღება მივიქციეთ მე და ჩემმა ეკამ და ულამაზესმა კატრინის პრინცესებმა, ანასტასიამ, ოიანამ, ნუცამ... მართალია, სიტყვა მე ჯერ ვერ ვთქვი მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ სამაგიეროდ - "ჯორჯია! კვარა!" - გვეძახიან. რანაირი სიამაყის გრძნობაა, ვერ გადმოვცემ...

მადლობა, კვარა. მეტი რაღა ქნას ამ პატარა ბიჭმა!  ჩემი სიამაყეა საქართველო! ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქართველობა!    

ოცნებები ხდება და, იმედია, ერთ დღეს მეც შევძლებ, კიდევ ერთხელ ამაყად ავაფრიალო ჩემი ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიო ასპარეზზე! საქართველო ევროპაა და ჩვენი მომავალი მხოლოდ ნათელია!  გაუმარჯოს საქართველოს!"  წერს ნინი შერმადინი.