სულ პატარა ასაკიდან გახდა პოპულარული, როცა "ვერის უბნის მელოდიებში" გადაიღეს. მალე კი არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად საბჭოთა კინოს ვარსკვლავად იქცა და მუდმივად დაკავებული იყო, როგორც მსახიობი.
ამჯერად ია ნინიძე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკის, "პერსონა" სტუმარია:
"ჩემი ოცნება იყო, ბალერინა ვყოფილიყავი და ეს ოცნება ბებიამ ამისრულა. რამდენიმე წელი ვემზადებოდი. ერთ დღესაც სტუდიაში გია დანელია შემოვიდა. პირდაპირ მითხრა, ფილმში მინდა გადაგიღოო. ასე დამამტკიცეს პირველ როლზე.
ერთ დღეს სტუდიის კიბეებზე დავსრიალებდი, როცა გიორგი შენგელაიას ასისტენტმა დამიჭირა - "ვერის უბნის მელოდიებისთვის" გოგონას ეძებდა. ბალეტით ვიყავი გატაცებული... გვიან მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი კინო იყო.
მარიტას როლის შესრულებზე უარი ვთქვი. ეს როლი მართლაც ლიკას უნდა ეთამაშა. თენგიზ აბულაძე 10 წელი არ მესალმებოდა."

ია ნინიძის პირადი ცხოვრება
მიუხედავად კარიერული წარმატებისა, მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისე იღბლიანად აეწყო. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა ყველა ქორწინება განქორწინებით დასრულდა.
იას პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ია ჰყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.
ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო. იქვე შეხვდა ახალ სიყვარულს - სერგეი მაკსაჩოვს, რომელზეც მალევე იქორწინა. 1985 წლის წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა.
1986 წლის შემოდგომაზე იას ცხოვრებაში მხატვარი მიხეილ ნემსაძე გამოჩნდა. ნინიძემ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილს ამერიკაში გადასვლის სურვილი ამოძრავებდა, რასაც ია არ უჭერდა მხარს. მალე წყვილს ქალიშვილი - ნინო შეეძინა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.