ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ”საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტმა პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული. მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.
ნუკა კვალიაშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მსმენელს თავი წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გააცნო. ის სცენაზე იშვიათად ჩნდება, თუმცა აუდიტორიას საკუთარ სიმღერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
"ალბათ, მენდობით სიტყვაზე, რომ ამ საქმეში მეთქმის ჩემი აზრი და დამეჯერება. ნიჭის და საოცარი ვოკალის ხარჯზე, ეს გოგო ნამდვილად არის უიტნი ჰიუსტონის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში. ძალიან, ძალიან ცოტა მღერის მისნაირად, მან, ფაქტობრივად, ცოცხლად "შეჭამა" უიტნის ეს სამღერლად ურთულესი ჰიტი", – წერს ზაზა შენგელია, "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი.
ნუკა კვალიაშვილი
აღსანიშნავია, რომ ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ისაუბრა:
"მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომლებიც ჩემს მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის..."
დედაჩემის და მამაჩემის თანაცხოვრება არ მახსოვს. არ მახსენდება ეს ყოველდღიური კომუნიკაცია მამაშვილობის. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს მამას ვეძახი, ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება. თვითონ პერსონაჟია ჩემს ცხოვრებაში უცნაური, რადგან ჩემთვის არ ყოფილა [ბოდიშის მოხდა უცდია], ბევრჯერ გვისაუბრია. ეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, არ მინდა ლაპარაკი, ვინ არის სწორი და ვინ არასწორი", - ამბობდა ის.