ბარიშ კილიჩის აქამდე უცნობი ამბები - რთული ბავშვობა, ბრძოლა წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სიყვარული - Marao

ბარიშ კილიჩის აქამდე უცნობი ამბები - რთული ბავშვობა, ბრძოლა წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სიყვარული

2024-05-21 16:56:01+04:00

ცნობილი თურქული სერიალის, „შერბეთის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ომარი, რომლის როლსაც ბარიშ კილიჩი ასრულებს, გადაცემაში „ნოესთან“ იყო სტუმრად. ბარიშმა ნოესთან პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა და ქართველებსაც მიმართა: 

„ყველას, ყველას, ვინც საქართველოდან გვიყურებს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. ძალიან მიყვარხართ და მადლობას გიხდით ჩვენი სერიალის ყურებისთვის“, - თქვა მან. 

ბარიშ კილიჩი

ბა­რიშ კი­ლი­ჩი პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქული მე­ლოდ­რა­მე­ბით გახ­და. მსა­ხი­ობს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ და­იმ­სა­ხუ­რა, რაც ეკ­რა­ნებ­ზე სე­რი­ა­ლი "შერ­ბე­თი" გა­მო­ვი­და.

  • ფილმები, რომლებიც 2024 წელს ეკრანებს დაიპყრობენ 

ბა­რიშ კი­ლი­ჩი 1978 წლის 21 თე­ბერ­ვალს მა­ლა­თი­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ არ­გუ­ვან­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბიჭი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვიდ­ნენ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა თურ­ქე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი­ლი­ჩი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი სტამ­ბო­ლის იე­დი­თე­ფეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ინ­ტე­რეს­და კი­ნო­თი. მალე მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, რომ გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

  • 10 წლის ბერენი - ვინ არის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს 

ბა­რი­ში კი­ნო­ში პირ­ვე­ლად 26 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს. ეს იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო დრა­მა "ჩემი შვი­ლე­ბი", სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი ითა­მა­შა. მალე მისი ფილ­მოგ­რა­ფია რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ლით შე­ივ­სო, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჯერ კი­დევ წინ იყო, ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში მსა­ხი­ო­ბი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ეს.

კი­ლი­ჩის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2011 წელს დად­გა, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "მე მას ფე­რი­ჰა ვუ­წო­დე" გა­და­ი­ღეს. მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­თინ ჩეკ­მე­ზი, ჩა­ღა­თაი ულუსოი, დე­ნიზ უღუ­რი, ვა­ჰი­დე პერ­ჩი­ნი. მსა­ხი­ო­ბი 58 ეპი­ზოდ­ში გა­მოჩ­ნდა და აქე­დან და­ი­წყო მისი წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში. მი­სით ცნო­ბი­ლი თურ­ქი რე­ჟი­სო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და მალე ბა­რიშ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ცხად­და.

2022 წელს ეკ­რა­ნებ­ზე „შერ­ბე­თი“ გა­მო­ვი­და, სა­დაც ბა­რი­ში ომერ უნა­ლის როლს თა­მა­შობს. სე­რი­ალ­მა ბა­რიშს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა.

  • გსმენიათ ფილმ "წითელი კარავის" შესახებ? - საინტერესო ფაქტები ქართველი რეჟისორის ფილმზე, რომლისთვისაც მუსიკა ენიო მორიკონემ დაწერა 

ბა­რიშმა 2007 წელს იქორ­წი­ნა აი­შე­გულ აკ­მე­დირ­ზე. ქალს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კი­ნოს­თან, ბა­რიშ­ზე ქორ­წი­ნე­ბის დროს ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი ორ ვაჟს, ბა­ტუ­სა და ემირს ზრდის. ბა­რი­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც სა­ნი­მუ­შო ქმა­რი და მამა. ის არა­სო­დეს გახ­ვე­უ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­და­ლებ­ში.