მოდელი და ინფლუენსერი, "მასტერშეფის" და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილე თათია თექთურმანიძე ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. თათია საქართველოში ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.
"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე."
ამჯერად თათია სოციალურ ქსელში ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს:
"აბსოლუტურად სხვა ცხოვრება იყო ორსულობამდე და სრულიად განსხვავებულია ახლა. დეპრესია არ მქონია. დროის უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ბავშვს მიაქვს, თუმცა მალე, ცოტა რომ წამოიზრდება, მეტი თავისუფალი დრო მექნება.
ბავშვს პირველივე დღიდან მარტო ვაბანავებ. საერთოდ არანაირი შიში არ მქონია. პირიქით, ძალიან თამამად და მომზადებულად შევხვდი. თქვენც არ დაიძაბოთ, თქვენზე უკეთ მაინც ვერავინ გრძნობს ბავშვს. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ" - წერს თათია.