ულამაზესი მაკა ასათიანი ჭაღარა თმით ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე გამოჩნდა - Marao

ულამაზესიმაკა ასათიანის იშვიათი გამოჩენა - ჭაღარა თმა, ახალი იმიჯი და ახალი ფოტოები

2024-05-22 23:30:51+04:00

მას შემ­დეგ ნა­ტუ­რა­ლიზ­მი ერ­თგვარ მო­დად იქცა და ბევ­რი ქალი დღემ­დე უარს ამ­ბობს თმის შე­ღებ­ვა­ზე და ჭა­ღა­რით პო­ზი­რებს წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზეც კი. ამ მო­დას ქარ­თვე­ლე­ბი არ აჰ­ყო­ლი­ან, მაგ­რამ ორი კვი­რის წინ ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა შვე­ი­ცა­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მაკა ასა­თი­ან­მა, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ზე სრუ­ლი­ად ჭა­ღა­რა მი­ვი­და.

  • ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მაკა ასათიანის უმშვენიერესი და, სალომე ასათიანი და დედა, ლუიზა თავართქილაძე - ამბები ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის დიდი ოჯახის შესახებ 
  • "ბებიის ასლი" - როგორია ნანიკო კლდიაშვილისა და კახი ჟორდანიას ცხოვრება და შვილი, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ ბებიას 

მაკა ასათიანის ქმარი 

მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს. 

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. კა­ხის და ნა­ნი­კოს ჯვრის­წე­რა ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში შედ­გა, შემ­დეგ კი სტუმ­რებ­მა წვე­უ­ლე­ბა­ზე "შატო მუხ­რან­ში" გა­და­ი­ნაც­ვლეს. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. 

"სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი მილანში, გამოცდები ბაკალავრიატზე ჩავაბარე ბიზნესის მიმართულებით და შემდეგ მარკეტინგში გავიარე სპეციალიზაცია. იტალიიდან თბილისში დავბრუნდი და გამოცდები GIPA-ში, ბიზნესის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. ერთდროულად რამდენიმე კურსზე ვსწავლობდი: გავიარე ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის განხრით და შემდეგ საკუთარი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე. ჩემი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია − მიმუშავია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ჩემი პროფესიული ინტერესები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ სად მიწევდა ცხოვრება და მეც ამ ახალ მიმართულებებს დიდი ინტერესით მივყვებოდი.

მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია  გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ" - ამბობდა ნანიკო ჟურნალ OK! - თან ინტერვიუში.

პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.

მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა.

მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ, რომელიც უკვე 19 წლისაა, თუმცა უფროსი ძმების მსგავსად, არც მედიაში და არც სოციალურ ქსელში გამოჩენა არ უყვარს.