"ულამაზესი" - ანასტასია ჯეირათი ყვითელ კაბაში ბრწყინავს - Marao

"ულამაზესი" - ანასტასია ჯეირათი ყვითელ კაბაში ბრწყინავს

2024-05-23 10:33:47+04:00

ქართულმა ბრენდმა Matters-მა „რუსთავი 2“-ის წამყვანი, ახალგაზრდა მოდელი ანასტასია ჯეირათი საკუთარ კამპანიაში გადაიღო.

ანასტასია ჯეირათი

გო­გო­ნამ უცხო გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია. ანას­ტა­სია ჯე­ი­რა­თი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლავთ, დედა ქარ­თვე­ლია, მამა - ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში "სტუ­მა­რი", რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და. ახლა „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის...

  • TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები 
  • "ჩემი და გიორგის ოჯახის დანგრევა ასაკის და გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგი იყო" - ნათია წიწილაშვილი 

"ჩემი მშობ­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. რე­ლი­გი­ით ქრის­ტი­ა­ნი ვარ. მყავს უმ­ცრო­სი ძმა, ან­დრია, 17 წლის. მე­სა­მე კლა­სამ­დე ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ინ­დო­ეთ­ში დავ­დი­ო­დი, მე­ო­თხე კლას­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი. თუმ­ცა ზა­ფხუ­ლო­ბით და ახალ წლებ­ზე სულ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბე­ბოს უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ ქარ­თულ სკო­ლას და პროგ­რა­მას არ ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი. ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, თეა დარ­ჩი­ამ შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა.

ახ­ლაც ხში­რად მივ­დი­ვართ ოჯა­ხი ინ­დო­ეთ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას, ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ჩემი ასა­კის არი­ან და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. წელ­საც ვი­ყა­ვით დე­კემ­ბერ­ში, ახალ წელს იქ შევ­ხვდით. სხვა­დას­ხვა შტატ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მა­მას მე­გობ­რებ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს ინ­დო­ე­თი, სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით.

სა­ქარ­თვე­ლო და ინ­დო­ე­თი კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ. თუმ­ცა, ამის გამო დის­კომ­ფორ­ტი არა­სო­დეს შემ­ქმნია - პი­რი­ქით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ორ ასეთ კულ­ტუ­რას­თან მაქვს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ამ ფაქ­ტმა. აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირ­და ჩემი გვა­რი და შემ­დეგ ინ­ტე­რეს­საც გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და დე­დას ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ რა­ნა­ი­რად ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გვა­რი არ იყო ქარ­თუ­ლი" - ამბობდა ანასტასია.