ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად რომში მოგზაურობენ - Marao

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად რომში მოგზაურობენ

2024-05-23 11:36:00+04:00

ქართველი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იტალიის დედაქალაქს სტუმრობენ. ზურიკოს მეუღლემ, მია გზირიშვილმა, Instagram-ზე კოლიზეუმთან გადაღებული ფოტო გაგვიზიარა.

ზურიკო დავითაშვილი

წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის, მეუღლე მია გზირიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. ისინი პატარა დათისთან ერთად ბორდოს ზღვისპირა კურორტს, Arcanchon-ს სტუმრობდნენ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფრანგულ გუნდ "ბორდოში" 2022 წლიდან თამაშობს, მასთან ერთად კი საფრანგეთში მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ. 

  • პატარა დათი პირველად მამის საგულშემატკივროდ - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ოჯახი და ცხოვრება დათისთან ერთად 
  • "ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები" - ზურიკო დავითაშვილი 

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა:„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“. – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანი აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი...

ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები", - ამბობდა ზურიკო. დათი დავითაშვილი საქართველოს ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია კი ზურიკოს მეგობარი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. 

ზურიკო დავითაშვილის კარიერა

 ზურიკო დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს დაიბადა. მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა. სხვადასხვა დროს იყო თბილისის „ლოკომოტივის“, ყაზანის „რუბინის“, „როტორის“, „არსენალისა“ და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი. ამ დროისთვის კი ის საფრანგეთში, "ბორდოში" თამაშობს.