30 მააისიდან 2 ივნისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 და მე-6 პავილიონებში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს, ტრადიციულად, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით, შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და ჩაერთონ დისკუსიებში.
გამომცემლების მიერ წარმოდგენილ სიახლეებთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე ჩააბარონ მაკულატურა, მიიღონ გაორმაგებული ნერგები და მეთერთმეტე პავილიონში „მაკულიტერატურის“ სტენდთან წიგნებში გადაცვალონ.
მაკულატურის სანაცვლოდ ფესტივალზე შემდეგი წიგნების მიღებას შეძლებთ:
წიგნები სერიიდან:
„ერთი მოთხრობა“ – 5 ნერგიდან
- „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ – 50 ნერგიდან
- „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ – 50 ნერგიდან
- „გახდი ბესტსელერის ავტორი“ – 40 ნერგიდან
- აგათა კრისტის დეტექტიური რომანები – 50 ნერგიდან
- „ოქროს კოლექცია“ – 90 ნერგიდან
- „იკითხე კლასიკა“ – 40 ნერგიდან
- „ლიბერთინსი“ - 40 ნერგიდან
- „Liber Kids“ – 30 ნერგიდან
- „ლურჯი ოკეანე“ – 10 ნერგიდან
- „პალიტრა კლასიკა“ – 60 ნერგიდან
- „წლის ბესტსელერი“ – 50 ნერგიდან
- სხვადასხვა ქართული და მსოფლიო ბესტსელერები - 30 ნერგიდან
- ხმოვანი საბავშვო წიგნები - 90 ნერგიდან
აღსანიშნავია, რომ „მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წარმატებული პროექტია, რომლის პრეზენტაცია პირველად 12 წლის წინ, 2012 წლის 27 მაისს, თბილისის წიგნის ფესტივალზე გაიმართა.
„მაკულიტერატურა“ გახდა მნიშვნელოვანი რგოლი მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის საკითხში. გარდა ამისა, წიგნების ანალიზისა და დათვალიერების შედეგად, ეროვნულ ბიბლიოთეკას „მაკულიტერატურამ“ უამრავი უნიკალური წიგნი დაუბრუნა.
R