„დღევანდელობაში ოჯახის შენარჩუნება ძალიან რთულია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მესმის, რომ ოჯახები ინგრევა" - თიკა მახალდიანი - Marao

„დღევანდელობაში ოჯახის შენარჩუნება ძალიან რთულია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მესმის, რომ ოჯახები ინგრევა" - თიკა მახალდიანი

2024-05-23 16:05:46+04:00

თიკა მახალდიანი საკუთარი ოჯახური ცხოვრებისა და სირთულეების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება და ამბობს, რომ კამათი ყველა ოჯახში ხდება:

„დღევანდელობაში ოჯახის შენარჩუნება ძალიან რთულია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მესმის, რომ ოჯახები ინგრევა, ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახშიც არის კამათი და კონფლიქტები, როგორც ყველგან, მაგრამ რაღაცნაირად პრობლემებს გადავაბიჯებთ ხოლმე და მერვე წელია, ერთად ვართ…

  • "ცრემლი გამიშრა, ზოგჯერ მინდა, ვიტირო და ვეღარ ვტირი... დედა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა, ზოგჯერ თითქოს მისი ხმაც ჩამესმის..." - თიკა მახალდიანი 
  • „ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო... თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია“ - თიკა მახალდიანის მეუღლე უკრაინაში საბრძოლველად მიდის 

დროსთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება. როდესაც ბავშვი ჩნდება, მთელი ყურადღება მასზე გადადის. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის დღესაც დიდი სიყვარულია, მაგრამ ის ეიფორია, რომელიც 8 წლის წინ ახლდა ამ სიყვარულს, ნელ-ნელა წლებთან ერთად იკლებს. სამაგიეროდ, სხვა თვისებები გადმოდის წინა პლანზე, ეს არის მეგობრობა, ურთიერთგაგება და განცდა, რომ გვერდით საიმედო ადამიანი გყავს…“

თიკა მახალდიანის ბიოგრაფია

თიკა მახალდიანი დაიბადა 1989 წლის 14 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა  უმაღლესი – ტელე-რადიო ჟურნალისტიკა. ჰყავს  მეუღლე და ერთი შვილი. კარიერა დაიწყო მუსიკალურ პროექტში „ნუცას სკოლა”. 

2002 წელი „ოქროს მართვე”, გრან პრი, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო, საიდანაც  მიიწვიეს იტალიასა და მოსკოვში გადაცემაში „დილის ვარსკვლავი”. 16 წლის ასაკში პირველი სატელევიზიო პროექტი „ნუცას სკოლა” გახლდათ , შემდეგ გახდა „ჯეოსტარის” ნახევარფინალისტი. სწორედ ამ პროექტის შემდეგ მოიხიბლა პუბლიკა თიკას შესრულების მანერით. გახლავთ პროექტის „მიმღერე რამე” გამარჯვებული. ასევე პროექტის „ბრავო” ფინალისტი. მონაწილეობა მიიღო „10+10″-ში  ქართველი და სომეხი  მომღერლების პროექტში.

ტურნეები ხშირად აქვს  საქართველოს მასშტაბით  მეგობრებთან ერთად. ახლანდელი პროექტი ქართული სიმღერების ახალი ვერსიების შექმნაა ბენდთან ერთად.