ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ სელინს განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა დოკუმენტურ ფილმში "I: Celine Dion" დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრა.
56 წლის მომღერალმა დოკუმენტური ფილმის თრეილერში ცრემლიანი თვალებით ისაუბრა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაზე. „იცით, შოუს გაკეთება არ არის რთული. რთულია შოუს გაუქმება, - ამბობს დიონი. - ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს დიდი ბრძოლა იყო. ძალიან მენატრება მაყურებელი. თუ სირბილი ვერ მოვახერხე, ფეხით ვივლი. მაგრამ არ გავჩერდები, პირობას ვდებ, რომ სცენაზე აუცილებლად დავბრუნდები".
მას ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.
ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.
„სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობდა სელინ დიონი.
ასეთი პაციენტები საბოლოოდ კარგავენ სიარულისა და ლაპარაკის უნარს. მომღერალს უკვე უჭირს სახის კუნთების კონტროლი. თებერვალში სელინი მოულოდნელად გამოჩნდა "გრემის" დაჯილდოებაზე, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ჰოკეის თამაშს დაესწრო, ესაუბრა ჰოკეის მოთამაშეებს მშობლიური კანადიდან. მომღერალმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო მათი გაცნობით. მან ყინულის ჰოკეის მოთამაშის პოზიციის მიბაძვაც კი სცადა.
სელინ დიონის დამ გულახდილად ისაუბრა მის მდგომარეობაზე. განუკურნებელი დაავადება პროგრესირებს, რის გამოც მომღერალი ყოველდღიურად უფრო და უფრო იტანჯება.
სელინ მარი კლოდეტ დიონი კანადელი მომღერალია.
მისი პოპულარობის პიკი 1990-იანებია. 1988 წელს წარადგინა შვეიცარია "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე და პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით Ne partez pas sans moi. მიიღო "გრემი", "ოსკარი" საუნდტრეკების შესრულებისათვის ("ტიტანიკში" და ა.შ.). არის ჰოლივუდის ვარსკვლავი. 2008 წლიდან არის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი.
სელინი თავის ქმარს, რენეს, შეხვდა 12 წლის ასაკში, ხოლო პაემნები დაიწყეს მაშინ, როცა გოგონა ცხრამეტი წლის იყო, ხოლო რენე – მასზე 26 წლით დიდი და უკვე ორჯერ დაქორწინებული. სწორედ ამიტომ სელინის დედა ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა.
წყვილმა გაარკვია, რომ სელინს ჰქონდა პრობლემა, რომელიც დაორსულებაში უშლიდა ხელს. მან ჩაიტარა ორი ოპერაცია იმისათვის, რომ დაორსულებულიყო და წლების შემდეგ მათ ვაჟი შეეძინათ.
ალბომი "Colour of My Love" მან რენეს მიუძღვნა. ისინი არ მალავდნენ სიყვარულს. სელინი ამაზე ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ამბობდა: "17-18 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ შეიცვალა". ამის შემდეგ ისინი აღარ იყვნენ ერთმანეთისთვის მხოლოდ მომღერალ-მენეჯერი.