მარკ ცუკერბერგი: $115,2 მილიარდი
2015 წელს, როდესაც ცუკერბერგსა და მისმა მეუღლეს პრისცილა ჩანს ქალიშვილი მაქსიმა შეეძინათ, მათ ღია წერილში განაცხადეს, რომ სიცოცხლის განმავლობაში თავიანთი კომპანიის აქციების 99 პროცენტს გადასცემდნენ ფონდს, რათა ყველა ბავშვ უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.
ტედ ტერნერი: $2,4 მილიარდი
მედია მაგნატს და CNN-ის დამფუძნებელს ხუთი შვილი ჰყავს. თუმცა, მამის ქონებას ვერ მიიღებენ. ეს იმიტომ, რომ ტერნერმა თავისი სიმდიდრის ნახევარი ან მეტი ქველოქმედებას შესწირა.
რიდ ჰასტინგსი: $4,1 მილიარდი
Netflix-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი ერთ დროს უბრალო გამყიდველად მუშაობდა. დღეს ის მილიარდერია, მაგრამ ამჯობინებს საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესით იხელმძღვანელოს - მაგალითად, აღამოს სახლში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ატარებს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ შვილები მემკვიდრეობით იმაზე ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე ელიან.
ჯორჯ ლუკასი: 4,8 მილიარდი აშშ დოლარი
მას შემდეგ, რაც ვარსკვლავური ომების შემქმნელმა თავისი კომპანია Lucasfilm დისნეის მიჰყიდა, გამოაცხადა, რომ მისი ქონების უმეტესი ნაწილი საგანმანათლებლო საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოხმარდებოდა. კომპანიის გაყიდვამ მას დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოუტანა.
ლორენ პაუელ ჯობსი: $14,3 მილიარდი
ლორენ პაუელ ჯობსმა ქონება მისი მეუღლის, სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. სტივ ჯობსის ქონება 2011 წლის ოქტომბერში 10,2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ლორენსა და სტივს სამი შვილი ჰყავთ. ამერიკელი მილიარდერი ამბობს, რომ მას არ სჯერა სიმდიდრის დაგროვების.