ია ნინიძეს მოღვაწეობის 55 წელი უსრულდება და კულტურის პალატა მას ვარსკვლავს გაუხსნის.
,,მსახიობობა არ მინდოდა, ჩემი ოცნება ბალერინობა იყო. პუანტები, რომ მქონოდა, ალბათ სწორედ პუანტებით დავიბადებოდი. მიმიყვანეს წრეზე და ჩემი ოცნების შესრულება დავიწყე. ჩვენი სარეპეტიციოს კარები გაიხსნა და შემოვიდა დანელია, რომელიც ციცინოს როლისთვის გოგონას არჩევდა. მაშინ მე ილეთებით ვიყავი გატაცებული და არ დავინტერესდი. მოვიდა ჩემთან და მითხრა, კინოში უნდა გადაგიღოო. ძალიან სასაცილო გოგო ვიყავი, ორი კბილი, დიდი ყურები და გრძელი კისერი მქონდა”, – საუბრობს ია ნინიძე.
ია ნინიძის პირადი ცხოვრება
მიუხედავად კარიერული წარმატებისა, მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისე იღბლიანად აეწყო. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა ყველა ქორწინება განქორწინებით დასრულდა.
იას პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ია ჰყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.
ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო. იქვე შეხვდა ახალ სიყვარულს - სერგეი მაკსაჩოვს, რომელზეც მალევე იქორწინა. 1985 წლის წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა.
1986 წლის შემოდგომაზე იას ცხოვრებაში მხატვარი მიხეილ ნემსაძე გამოჩნდა. ნინიძემ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილს ამერიკაში გადასვლის სურვილი ამოძრავებდა, რასაც ია არ უჭერდა მხარს. მალე წყვილს ქალიშვილი - ნინო შეეძინა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.