13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ხალხი არ აკეთებს - Marao

13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ხალხი არ აკეთებს

2024-05-25 12:15:12+04:00

ემი მორინი, წარმატებული ფსიქოთერაპევტი და უამრავი წიგნის ავტორი, პრაქტიკული საქმიანობის მანძილზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ გონებრივი სიძლიერის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა. ამ ყველაფერმა შთააგონა მას დაეწერა წიგნი „13 რამ რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ“. 

  • იზრუნეთ საკუთარ თავზე: 17 ცხოვრებისეული რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაისვენოთ ძლიერი სტრესის შემდეგ 
  • როგორ გაიგოთ, რომ თქვენით მანიპულირებენ: მთავარი ნიშანი, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს 

საკუთარი თავის შეცოდება და წუწუნი

მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანთ. ძლიერი ადამიანები არ წუწუნებენ, თუ რა უქნა მთავრობამ, მენეჯმენტმა, დამკვეთმა, ბიძაშვილმა, მეზობელმა და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ აქვთ, მაგრამ დროს და ენერგიას წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებაში არ ხარჯავენ.

 საკუთარ თავზე კონტროლს არ კარგავენ

ისინი სხვებს არ აძლევენ მათზე მანიპულირების საშუალებას და არასდროს არ ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ისინი არ იძახიან ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ჩემი უფროსი იძულებულს მხდის ცუდად ვიგრძნო თავი“, იმიტომ, რომ შეუძლიათ სიტუაციის რეგულირება და გადაწყვეტლებას თავად იღებენ.

მათ არ ეშინიათ ცვლილებების

მენტალურად ძლიერი ადამიანი არ ცდილობს თავიდან აიცილოს ცვლილებები. პირიქით მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს და სწრაფად ადაპტირდება ასეთ დროს, ვინაიდან ესმის რომ ცვლილებებს თავიდან ვერ აიცილებს და სჯერა მისი შესაძლებლობების.

ისინი არ ხარჯავენ ენერგიას იმაზე, რისი კონტროლიც არ შეუძლიათ

მენტალურად ძლიერი ადამიანები არასოდეს წუწუნებებ დაკარგულ ბარგზე ან საცობებზე. ნაცვლად ამისა, ისინი ფოკუსირდებიან მოვლენებზე, რომელთა კონტროლი შეუძლიათ და ხანდახან იმასაც კი აღიარებენ, რომ ერთადერთი რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია ჩვენი ქცევაა კონკრეტულ სიტუაციაში.

 ისინი არ ზრუნავენ იმასზე, რომ ყველას ასიამოვნონ

მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ არ არის საჭირო ყველა გაახარო, მათ არ ეშინიათ უარი თქმის და საჭიროების შემთხვევაში საუბრის. ისინი ცდილობენ იყვნენ კეთილები და სამართლიანები, მაგრამ შეუძლიათ გაუმკლავდნენ უსიამოვნო საუბარს, თუ ასეთის საჭიროება დადგა.

 მათ არ ეშინიათ გარისკვის

მენტალურად ძლიერი ადამიანები არ მიდიან სულელურ რისკებზე, მაგრამ არ ერიდებიან რისკებს, გადაწყვეტილების მიღებამდე ხარჯავენ დროს ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად;

 ისინი არასოდეს კარგავენ დროს წარსულზე ფიქრში 

მენტალურად ძლიერი ადამიანები არასოდეს დაკარგავენ დროს იმაზე ფიქრში რა იქნებოდა სხვანაირად რომ ემოქმედა, თუმცა აანალიზებენ წარსულს და შეუძლიათ თქვან რა ისწავლეს მისგან. ისინი ცხოვრობენ აწმყოთი და გეგმავენ მომავალს;

 ისინი არასოდეს იმეორებენ შეცდომებს 

მენტალურად ძლიერი ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ შეცდომებზე და სწავლობენ ამ შეცდომებისაგან. პირიქით, ისინი აგრძელებენ მოქმედებას და უფრო და უფრო უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას;

 ისინი არასოდეს ბრაზდებიან სხვა ადამიანების წარმატებაზე

მენტალურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ დააფასონ და აღნიშნონ სხვა ადამიანის წარმატება, არ ეჭვიანობენ და არ გრძნობენ თავს მოტყუებულად, როცა სხვები აჯობებენ მათ, ვინაიდან აცნობიერებენ, რომ წარმატება მოქმედების შედეგია და მზად არიან თვითონაც იმოქმედონ.

 ისინი არ ნებდებიან პირველივე მარცხის შემდეგ 

მენტალურად ძლიერი ადამიანები არ განიხილავენ წარუმატებლობას, როგორც დანებების მიზეზს. ამის ნაცვლად აანალიზებენ მარცხის მიზეზებს და იყენებენ მას როგორც ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას.

 მათ არ ეშინიათ მარტო ყოფნის

მენტალურად ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენისა და სიჩუმის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს დრო რათა იყვნენ უფრო პროდუქტიულები. მათ მოსწონთ სოციალიზაცია, თუმცა არ არიან დამოკიდებულნი სხვებზე და შეუძლიათ მარტოც იყვნენ ბედნიერნი.

 ისინი არ თვლიან, რომ სამყაროს მათი ვალი აქვს

მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ სხვები იზრუნებენ მათზე ან სამყარომ უნდა მისცეს მათ რაღაც, პირიქით, ისინი ეძებენ შესაძლებლობებს, მხოლოდ დამსახურების საფუძველზე

 ისინი არ ელიან სწრაფ შედეგს

მიუხედავად იმისა თუ რა არის მათი მიზანი, მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იცინიან, რომ შედეგი სწრაფი ვერ იქნება. ნაცვლად ამისა, ისინი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ დროსა და უნარს და ესმით, რომ რეალურ ცვლილებებს დრო სჭირდება.