„მადლობა ირა ბილანიშვილს ამ საოცარ ფილმში რომ დამარწმუნა გადაღება" - ია ფარულავა ფილმიდან "ფესვები" კადრებს გვიზიარებს - Marao

„მადლობა ირა ბილანიშვილს ამ საოცარ ფილმში რომ დამარწმუნა გადაღება" - ია ფარულავა ფილმიდან "ფესვები" კადრებს გვიზიარებს

2024-05-25 16:05:06+04:00

ია ფარულავა სოციალურ ქსელში მხატვრული ფილმიდან „ფესვები” კადრებს გვიზიარებს:

„მადლობა ირა ბილანიშვილს ამ საოცარ ფილმში რომ დამარწმუნა გადაღება, ნათელში იყოს მისი სული“ – წერს ია ფარულავა. 

  • Dolce & Gabbana, Gucci, Mouret - დაათვალიერეთ ია ფარულავას 10 გამორჩეული კაბა 
  • "ხალხი მწერს, მართლა ასეთი ხარო?" - რა ფოტოს აქვეყნებს ია ფარულავა 

ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის ოთარ ფარულავას ოჯახში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, და რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ ობოლი გოგონას, თიკოს როლი ითამაშა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა  „ფესვები“ და "სპირალი".

1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ წლებში მისაღებ და სადიპლომო გამოცდებზე მხოლოდ ერთი ხუთიანი დაიწერა, მიშა თუმანიშვილის მიერ უმაღლესი შეფასება მხოლოდ ია ფარულავამ მიიღო.

ია ფარულავა აშშ-ში

90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ლოს-ანჯელესში ია რუსული წარმომავლობის მქონე ცნობილ თეატრალურ მოღვაწესთან გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს.

აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.

ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.

ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო. 

ია ფარულავა და რობერტ დე ნირო

ია ფარულავასა და ოსკაროსანი მსახიობის, რობერტ დე ნიროს შეხვედრის ისტორია საქართველოში დღემდე პოპულარულია. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.

" ერთი პატარა მაგიდა გვქონდა ქართველ გოგონებს და ვისხედით ჩვენთვის და ამ საფესტივალო წვეულებაზე დე ნირო აიყვანეს სცენაზე. იყო ასეთი ნომერი - ავირჩიოთ ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი. რუსებს უკვე გამზადებული ჰყავდათ იმ დროისთვის ცნობილი რუსი მსახიობები გასამარჯვებლად. მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი იყო ლუბოვ პალიშუკი, რუსი მსახიობი, უკვე გამზადებული რუსული ეწ. კოკოშნიკით და პურით და მარილით ხელში და მასთან ერთად კიდევ ერთი მსახიობი. ამ დროს დე ნირომ განაცხადა ასეთი რაღაც: ესენი, ფესტივალის ხელმძღვანელები, მეუბნებიან, რომ ამ ქალებიდან აირჩიე ერთ -ერთიო და მე არც ერთი გოგონა არ მომწონს აქედან. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს გოგო მომწონს და ამას ვირჩევო და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. მე, რა თქმა უნდა, დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა. გოგონები ხელს მკრავდნენ, ადი სცენაზეო. როგორ ავედი სცენაზე, არ მახსოვს. დე ნირომ თქვა, იას ვირჩევ ყველაზე ლამაზ ქალად კინოფესტივალისო. იქ ძალიან ბევრი დაიბოღმა, იმ ქალებს ფერი აღარ ედოთ სახეზე. მახსოვს, პალიშუკს პური და მარილი ლამის გაუვარდა ხელიდან სიბრაზისგან... " - ია ფარულავა.