„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების დღე. და თქვენ ამ ფიცით, საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოსჯარს უერთდებით. ჯარს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს, თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისა დამედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა, სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველანი ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს....
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ 26 მაისს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - ეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქვა.
სალომე ზურაბიშვილს საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა. პრეზიდენტმა წითელი აბრეშუმის პერანგს თეთრი პიჯაკი და შავი სამოსი შეუხამა. მისმა როგორც სიტყვამ, ისე ჩაცმულობამ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა:
საქართველოს მეხუთე და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, ქუჩაში ნაპოვნ ძაღლ გომბორასთან ერთად ცხოვრობს.
მას პირველი მეუღლისგან, ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი.
ქეთევან გორჯესტანი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24“-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა. ბოლო ხანს ის საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც უკვე ამავე ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს...
ოჯახის დანგრევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მეორედ დაოჯახდა. არჩევანი ამჯერად ისტორიკოს ჯანრი კაშიაზე შეაჩერა. პრეზიდენტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივდა, ჯანრი კაშია კარდიოლოგიური ოპერაციის დროს, პარიზში გარდაიცვალა.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ ჯანრი კაშიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "წლები! წლები! წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება გარდასულ დღეთა..." - წერს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ცხოვრება მარტივი არ არის. საფრანგეთში გაზრდილი დიპლომატი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ მუდმივად იყო კრიტიკის ობიექტი, უწუნებდნენ ლაპარაკს, აქცენტს, მის მიერ შეცდომით ნათქვამი სიტყვები ხშირად ხდებოდა იუმორისტული გადაცემების სამიზნე.
ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის 27 იანვარს შეავსო, რომლის თანახმადაც, მის მფლობელობაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელშიც 1989 წელს 150 ათასი ევრო გადაიხადა.
სალომე ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელშიც 2006 წელს 160 ათასი დოლარი გადაიხადა. კუფტინის ქუჩაზე მდებარე 235 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 126.33 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ეკუთვნის.