,,სულ მალე…” – რა ვიდეოს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე - Marao

,,სულ მალე…” – რა ვიდეოს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

2024-05-27 10:42:10+04:00

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს მოკლე ვიდეოს, სადაც მას ქართული, ეროვნული სამოსი აცვია:

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.

  • "ევროვიზია არის ყველაზე "ბანძი" სიმღერის კონკურსი მსოფლიოში, თავისი წლევანდელი გამარჯვებულით..." - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი და ზაზა შენგელიას შეფასება Eurovision 2024-ზე 
  • "სულ მინდა ამაყად იფრიალოს ჩვენმა დროშამ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ევროპასა და ამერიკაში" - ნუცა ბუზალაძე 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ნუცა ბუზალაძის ოჯახი

 ნუცა ბუზალაძის დედა ნინო კანკავაა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის შვილის წარმატებაში: 

„დედაჩემის მადლიერი ვარ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან მინდოდა, რომ მისთვის ბევრი რამე მეყიდა და ბევრი რამ შემექმნა. ასევე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ეამაყა. ამ პერიოდში ეს მართლაც ასე ხდება. არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ და ეტყოდნენ: "თქვენი შვილი გვიყვარს". სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები.

დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მან მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა. შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე ცუდად არ მეგრძნო თავი. 16 წლამდე დედაზე ვიყავი მიჯაჭვული. ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა. დღეს მეც შემიძლია ყველა ადამიანის მისამართით სიყვარული გავცე”, – ამბობდა ნუცა ბუზალაძე. 

ნუცა ბუზალაძის მამა ვალერი ბუზალაძეა. ნუცა მამასთან ერთად იშვიათად ჩნდება, თუმცა ცოტა ხნის წინ მასთან ერტად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ განიცდის, როცა მშობლებს ყურადღებას აკლებს: 

"ჩემი უსიმპატიურესი მამიკო... ყოველთვის განვიცდი ხოლმე იმ დროს, რასაც ჩემს მშობლებს ვაკლებ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ რაც უნდა დრო გავიდეს, არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რასაც მშობელთან მიმართებაში განიცდი", - წერდა ნუცა. 

ცოტა ხნის წინ მომღერალმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა, 40 წლის დათო ბუ­ზა­ლა­ძე, 11 მარტს გა­უჩი­ნარ­და, რამდენიმე დღეში კი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ნუცამ "ევროვიზიის" პრე-ფართიზე ერთ-ერთი სიმღერა სწორედ მას მიუძღვნა.