ეკატერინე ამირეჯიბი საკუთარ დაბადების დღეზე წერდა: "მადლობა ყველას მოლოცვისთვის, ამ ფოტოში ბედნიერი ვჩანვარ, მაგრამ ბოლო პერიოდი რთული იყო..." - წერს ეკა. ბოლო დროს მან არაერთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა ტელეკომპანია "იმედი":
"მადლობა ტელეკომპანია "იმედს" მოცემული შესაძლებლობებისთვის - ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა! თუმცა, მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა...
აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო "გასამართლება-გამათრახებაზე" აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოცქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია.
TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი, პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს.
დაბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ, უბრალოდ, გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს, მომიწევს, გავიხსენო, საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ" - წერდა ტელეწამყვანი ეკატერინე ამირეჯიბი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე ეკა ხშირად წერდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებდა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ:
"როდესაც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას, ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს. “მშვიდობის ქალაქს”, “ევროპულ ქალაქს”, როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში. პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული, ამ ბეწვის ხიდზე, რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები - საქართველოს მთავრობა", - წერდა ეკა 1-ელ მაისს.
უმშვენიერესი ეკა ამირეჯიბი, განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასევე პიანისტიცაა, თუმცა მოგვიანებით ტელევიზიაში აღმოჩნდა და ტელეწამყვანის ამპლუაში არაერთი წელი გაატარა
"თვრამეტი წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. პირველი სერიოზული ტელეგამოცდილება "რუსთავი 2-"ში მივიღე. ეს იყო კორესპონდენტობა, წამყვანობა, ლაივში მუშაობის რეჟიმი, სირთულეები, ბევრი რამ გამოვცადე... რადიომაც მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი, ჩემი პირველი სამსახური სპორტული რადიო "ჯაკო" იყო, რომელშიც ცოტა ხანს ვიმუშავე, შემდეგი - რადიო "ფორტუნა". რადიოგამოცდილება მნიშვნელოვანი შეღავათია და კარგი ტრამპლინია შემდეგი ნაბიჯებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინერვიულია იმაზე, როგორ ვისაუბრებდი, ამბავს როგორ მოვყვებოდი, მოკლედ, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე" - ამბობდა ეკა.
"სკოლაში მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელიც ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან სკოლა რომ დაამთავრა, მეშვიდე კლასში ვიყავი და ეს ჩემთვის ტრაგედიად მეჩვენებოდა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგაც იყო ერთი-ორი, მაგრამ გაგრძელება რატომღაც არ მოჰყოლია. თავიდან რაღაც ტალღაა, რომელიც თუ არ გაღვივდა და თუ ერთი რაღაც არ მოგეწონა – უხეშად რომ ვთქვათ, „გაგიტყდა“, ის ტალღა გადაივლის. მაშინ ჯობია იქვე დაამთავრო ის ურთიერთობა. წამო ყავა დავლიოთ – სულ ამ ეტაპზე ხომ არ დატოვებ?! აღარ გინდა ყავა" - იხსენებდა ეკა ადრეული წლების შესახებ.
ეკა ამირეჯიბი 2014 წელს გათხოვდა. მისი მეუღლე ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა, რომელიც ჟურნალისტისთვის მეორე ქორწინება იყო. მეორე ქმართან დაშორება მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეკაზე და სტანისლავ ბონდარენკოს რომანზე თბილისში ჭორები დადიოდა. ჭორების ნამდვილობა არავის არ დაუდასტურებია, ამიტომ გახდა თუ არა ეს „რომანი“ ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი, უცნობია.
"ძირითადად, მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“, - ამბობდა ის.
ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორი ადამიანი არ იქნებოდა ეკა ამირეჯიბის გვერდით, მან ასეთი პასუხი გასცა: „ჩემ გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემ გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემ გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემ გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა“.