დარწმუნებული ვართ, რომ გსმენიათ სუპერსაკვების შესახებ - ეს არა მხოლოდ ძვირადღირებული ეგზოტიკური პროდუქტებია, არამედ ყველაზე გავრცელებული, მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო. მას აქვს არაერთი შთამბეჭდავი თვისება, რომლებზედაც ალბათ, არც კი გიფიქრიათ.
ყვავილოვან კომბოსტოს აქვს საკმაოდ მდიდარი შემადგენლობა: შეიცავს ბოჭკოვანს, C და K ვიტამინებს, ვიტამინ B6-ს და ფოლიუმის მჟავას. გარდა ამისა, დაბალკალორიულია. მისი მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, განსხვავებულად მოქმედებს მის სარგებლობაზე.
ბოჭკოვანი
ბოჭკოვანი საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის და მნიშვნელოვანია საჭმლის მონელებისთვის. ჩვენ ჩვეულებრივ არ ვიღებთ საკმარის ბოჭკოს, მაგრამ ყვავილოვანი კომბოსტო მარტივი გამოსავალია. ყვავილოვანი კომბოსტოს საშუალო პორცია შეიცავს თქვენი ყოველდღიური ბოჭკოს დაახლოებით 10%-ს. ეს ნიშნავს, რომ მისი რეგულარული გამოყენება გააუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. გარდა ამისა, დადებითად აისახება გულის და სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
კარგია იმუნიტეტისთვის
ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს უამრავ C ვიტამინს. ბოლო დროს ბევრი საუბრობს მასსა და მის სარგებლობაზე - ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის ანთებას, აფერხებს კიბოს, ასევე, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ქოლინის წყარო
ქოლინი არის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაერთი, რომელიც მონაწილეობს მრავალი მოლეკულის ბიოსინთეზში და ასევე უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შეიცავს K ვიტამინს
ვიტამინი K არ არის ისეთი პოპულარული, როგორც ვიტამინი A, C ან, მაგალითად, D. მაგრამ ის, რომ მის შესახებ ნაკლები ვიცით, ვიდრე სხვა ვიტამინებზე, არ ნიშნავს, რომ არ უნდა იქნას მიღებული. ის მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის, სისხლის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და ჭრილობების ცუდი შეხორცება შეიძლება იყოს მისი დეფიციტის სიგნალი.
გეხმარებათ წონის დაკლებაში
მთელი თავისი მდიდარი შემადგენლობით, ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს რამდენიმე კალორიას და ბევრ წყალს - იდეალური პროდუქტია ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფისთვის და ასევე, წონის დაკლებისთვის.
ამცირებს კიბოს რისკს
ზოგადად, ბოსტნეული და კერძოდ, ყვავილოვანი კომბოსტო, შეიცავს გლუკოზინოლატებს და იზოთიოციანატებს, ანტიოქსიდანტების ორ ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ კიბოს, განსაკუთრებით, ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს და პროსტატის კიბოს რისკს.