სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2024-05-28 10:39:00+04:00

„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების დღე. და თქვენ ამ ფიცით, საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით, ჯარს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა, სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველანი ერთად პატივს მივაგებთ  საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს...

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ 26 მაისს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - ეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქვა.

  • „გორჯესტანი სპარსულად ქართველს ნიშნავს... მე და დედა მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს; მამას ახლა ირანელი ცოლი ჰყავს...“ - ქეთევან გორჯესტანის პირველი ვრცელი ინტერვიუ ოჯახზე, მშობლების დაშორებასა და საკუთარ ცხოვრებაზე 
  • "წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება მხოლოდ..." - სალომე ზურაბიშვილი მეუღლის შესახებ წერს 

 სალომე ზურაბიშვილს საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა. პრეზიდენტმა წითელი აბრეშუმის პერანგს თეთრი პიჯაკი და შავი სამოსი შეუხამა. 

ამჯერად სალომე ზურაბიშვილი ფოტოებს 26 მაისის ღონისძიებიდან აქვეყნებს, ფოტოზე პრეზიდენტთან ერთად მისი შვილიშვილიც ჩანს: 

სალომე ზურაბიშვილის ცხოვრება 

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ქუ­ჩა­ში ნა­პოვნ ძაღლ გომ­ბო­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფრანც 24“-ში სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ბოლო ხანს ის სა­ცხოვ­რებ­ლად ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც უკვე ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს...

სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარი

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. არ­ჩე­ვა­ნი ამ­ჯე­რად ის­ტო­რი­კოს ჯან­რი კა­ში­ა­ზე შე­ა­ჩე­რა. პრე­ზი­დენ­ტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივ­და, ჯან­რი კა­შია კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს, პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ ჯანრი კაშიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "წლები! წლები! წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება გარდასულ დღეთა..." - წერს პრეზიდენტი.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. საფ­რან­გეთ­ში გაზ­რდი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მუდ­მი­ვად იყო კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, უწუ­ნებ­დნენ ლა­პა­რაკს, აქ­ცენტს, მის მიერ შეც­დო­მით ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის სა­მიზ­ნე.

ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 2022 წლის 27 იან­ვარს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 60 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, რო­მელ­შიც 1989 წელს 150 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მელ­შიც 2006 წელს 160 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კუფ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 235 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი­დან, 126.33 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ეკუთ­ვნის.