საზოგადოებაში არსებობს გავრცელებული აზრი, რომ სპორტსმენებს, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებს ცოლად მოდელები მოჰყავთ. ეს, შეიძლება ითქვას, სტერეოტიპია, რადგან რთული წარმოსადგენია, ვინმე მეორე ნახევარს პროფესიის მიხედვით ირჩევდეს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტსაც, რომ მსგავსი წყვილების არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია.
ქართველ ფეხბურთელებს მართლაც, რომ ულამაზესი ცოლები უმშვენებენ გვერდს და მათი დანახვისას საზოგადოების ინტერესიც მნიშვნელოვნად იზრდება. ამ სტატიაში სწორედ ძველი და ახალი თაობის ფეხბურთელებისა და მოდელების წყვილების შესახებ მოგიყვებით.
ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ნადირაძე. თავდაპირველად ნუკრი „ტორპედოს“ დუბლებში გამოდიოდა, მაგრამ 2005 წელს, 18 წლის ასაკში, „ტორპედოში“ იური კვერნაძის მოსვლის შემდეგ იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. ჯამში 14 მატჩი ჩაატარა მშობლიურ გუნდში.თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ოჯახში ტრაგედია 2018 წლის 15 აგვისტოს დატრიალდა – მათი 9 წლის ქალიშვილი ტატა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასუნა შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშნავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე".
"შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს" - ამბობდა გიორგი მამარდაშვილი.
ნიკუშა ჭანტურია - თბილისის „დინამოს“ მცველი, ასევე - საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან.
"სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა" - ამბობდა ნია.
ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. დიზაინერის თქმით, ეს მისთვის სასიხარულო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ალექსანდრეს ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა, ახლა კი მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებდა.
ცნობილი მოდელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი მარიამ გველესიანი 2022 წლის სექტემბერში ფეხბურთელ გიორგი პაპავაზე დაოჯახდა და ქორწილის მეორე დღეს საცხოვრებლად უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გადავიდა, სადაც მისი მეუღლე აგრძელებს სპორტულ კარიერას.