ნუკი კოშკელიშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ დედის შესახებ საუბრობს:
„ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა არის დედა, არ წარმომიდგენია ჩემი თავი, ის, ვინც ვარ დღეს, მის გარეშე. დედაჩემს არასდროს შევუდარებივარ ვინმესთან, ეს სწორი მგონია და მეც არავის ვადარებ შვილს. ეს კომპლექსს გიყალიბებს, რომ ვიღაცას ყოველთვის უნდა გაუტოლდე… სულ ხაზზეა. ნიუ იორკში რომ ვარ, ლაუდსპიკერსზეა ჩართული, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თან ვლაპარაკობთ. მე და დედაჩემი სულ ვიყავით საუკეთესო მეგობრები. არასდროს გვქონია ტაბუდადებული თემები. დედამ იცის ყველაფერი, მეც ვიცი. ასეთი მჭიდრო კავშირი შენს შვილთან არის მისი კონტროლის გარანტი. ხელი დავწვი ბავშვობაში… ახლა რომ ვნახულობ ნაწიბურს, სულ გულზე მხვდება. ადუღებული წყალი გადამესხა შემთხვევით. არაფერი უთქვამს… გული მისკდება ყოველ ჯერზე, როცა ამ ნაწიბურს ვხედავ. ..“
ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ნუკის ჰყავს მშობლები: ეკატერინე ბალხამიშვილი, ზურა კოშკელიშვილი. ასევე ჰყავს ერთი და, ბუბუ, რომელიც ძალიან ჰგავს ნუკის.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკის და ბენს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის.