მზის, ქვიშის, ზღვის მარილიან ტალღებში ნებივრობისა და მთის სიგრილეში განტვირთვის სეზონი ახლოვდება. ამ დროს კანს განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება სჭირდება, რათა მთელი ზაფხული ჯანსაღად გამოიყურებოდეს და ჩვენს ამაღლებულ განწყობასთან თანხვედრაში იყოს.
დატენიანება ჯანსაღ და ბზინვარე ვიზუალს აძლევს გარუჯულ კანს, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ ყველაზე ცხელ სეზონზე იდეალურად გლუვი კანი შევინარჩუნოთ, ბრიტანულმა ბრენდმა The Body Shop-მა წარადგინა სხეულის მოვლის ლიმიტური კოლექციები, ციტრუსისა და ყვავილების გამაგრილებელი, სასიამოვნო სურნელით.
The Body Shop-ის ორი ახალი ხაზია: Yuzu და Bluebell-ი. აღნიშნული სახელწოდებების ქვეშ გაერთიანებული თითოეული კოლექცია შედგება 95%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც სხეულის ღრმა დატენიანებას 48 საათით უზრუნველყოფს და მოგანიჭებთ კომფორტის შეგრძნებას, კანის გაცხიმიანების გარეშე.
Yuzu-ს ციტრუსების ცოცხალი არომატი იზრუნებს თქვენი განწყობის ამაღლებაზე და მოგანიჭებთ სიგრილის შეგრძნებას. The Body Shop-ის ეს ლიმიტური ხაზი გაჯერებულია იუზუს კაშკაშა ყვავილის, იუზუ სორბეტისა და ანანასის ნოტებით.
ბრენდის ორივე ხაზში წარმოდგენილია სხეულის მოვლის სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც სრულყოფილი რუტინის შედგენაში დაგეხმარებათ.
ციტრუსოვანი ლიმიტური ხაზის სხეულის მოვლის საშუალებებით რეკომენდებული რუტინა ჯანსაღი, ბზინვარე კანისთვის:
Bluebell-ი კი გაჯერებულია ნაზი ყვავილოვანი არომატით, რომელიც სასიამოვნო ემოციებს აღვიძებს. რბილი და კრემისებრი ტექსტურა, რომლითაც The Body Shop-ის ეს ხაზია გამორჩეული, აბრეშუმივით ნაწილდება სხეულზე. ბერგამოტის, ველური ჰიაცინტისა და ქაშმირის ნოტები ჰაეროვან შეგრძნებებს მოგანიჭებთ.
ახალი ლიმიტური ხაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქცია ულტრადამატენიანებელი ტანის კარაქი, რომელიც კანში მყისიერად შეიწოვება.
ყვავილოვანი ლიმიტური ხაზის სხეულის მოვლის საშუალებებით რეკომენდებული რუტინა ჯანსაღი, ბზინვარე კანისთვის:
გაატარეთ მთელი ზაფხული The Body Shop-ის სურნელოვან სხეულის მოვლის საშუალებებთან ერთად და იბრწყინეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
დამატებითი დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
R