მსახიობ ნინო მუმლაძესა და მის მეუღლეს, ფერმწერ გუგა გოგინაშვილს, ბიჭი შეეძინათ. პატარას რონი დაარქვეს. "გამარჯობა, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა... ჩემი რონი გოგინაშვილი”, – წერს ნინო მუმლაძე.
ნინო მუმლაძე
"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. დანარჩენს ყველაფერს დრო გვიჩვენებს" - ამბობდა ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მშვენიერი ნინო მუმლაძე, რომელიც მაყურებელმა წლების წინ პოპულარული სერიალებიდან თუ სპექტაკლებიდან გაიცნო.
"თავიდან ჩემი ბიჭის დაბადების სავარაუდო თარიღად 2 ივნისი დაასახელეს, თუმცა მერე მითხრეს, წონით ცოტა დიდია და შესაძლოა, ცოტა ადრე დაიბადოსო. იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, ლიფტის კარი გაიღო, მივიხედ-მოვიხედე და გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული. ვამბობდი, ბედმა მომიყვანა ისევ აქ-მეთქი. ექიმს რომ შევხვდი, მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა: მახსოვს ეგ გადაღება, მეუბნებოდნენ, კადრში შემოდი და დავიმალეო", - იხსენებდა ნინო ცოტა ხნის წინ.
ნინოს მეუღლე ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა ქორწილს ბავშვის გაჩენის შემდეგ გეგმავენ.
„მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა ჯერ დაკანონებული არ გვაქვს და შემოდგომისთვის ვგეგმავთ. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაშინ შემომთავაზა ხელის მოწერა, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვაბამდით თავს, მუცელიც გამეზრდებოდა და წონაშიც მოვიმატებდი, ამიტომ უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ დავიკლებ და გავლამაზდები, მერე გადავიხდი ქორწილს-მეთქი. ორსულობის პერიოდში 17 კილო მოვიმატე. კი მეუბნებიან, კარგად გამოიყურები, ლამაზი ხარო, მაგრამ მინდა, რომ ქორწილში ბევრად გამხდარი ვიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მინდა, ისეთი ლამაზი ვიყო, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდეს", - ამბობს მსახიობი.