"ნამდვილი ქართული ოჯახი" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"ნამდვილი ქართული ოჯახი" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2024-05-30 09:46:59+04:00

ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეორე ბავშვის მშობლები გახდებიან.

ამჯერად ჯანეტი სოციალურ ქსელში შვილთან, უსაყვარლეს ანა სულაბერიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

  • "ჩემი პატარა" - ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალ ვიდეოს გვიზიარებს 
  • "ბიჭია თუ გოგო" - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალ კადრებს გვიზიარებენ 

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ერთი შვილი, ანნა ჰყავთ.

რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა.

„მახ­სოვს, რო­გორც კი გა­ვი­მარ­ჯვე, ვთქვი, - დღე­ი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სე­ბა-მეთ­ქი. ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი“- იხსენებს მოდელი. ჯანეტი „მის სამყაროზეც“ წარადგინეს მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ წავიდა.თუმცა მისი წინსვლა კარიერაში მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ „მის სამყაროს“ გარეშეც დიდ წარმატებას აღწევს ის ყველაფერში". 

უმშვენიერეს ჯანეტს ხშირად იწვევდნენ გადაცემებში და მისი განცხადებები ოჯახისა და ოჯახში ცოლ-ქმრის როლების შესახებ არაერთხელ გახდა კრიტიკისა და გნხილვის საგანი. 

ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ, ემა ხაჟომიამ, სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.

ჯანეტს ჰყავს უმცროსი ძმა, ჯეკო, რომლსაც დიპლომატობა სურდა და სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელა. ჯანეტი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ძმასთან ერთად, ჯეკო დიდ დროს ატერებს პატარა ანნასთან და მის აღზრდაშიც აქტიურადაა ჩართული.