ანი გიუნტერი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ აქამდე არასდროს ჰყვარებია და დიდ სიყვარულს ახლა ელოდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ფრაზა მის ყოფილ მეუღლეს ხომ არ ეწყინება, ტელეწამყვანი ასე პასუხობს:
„ჩემს ყოფილ მეუღლეს თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი… როდესაც საქმე წარსულს ეხება, აღარ ვფიქრობ, რა გრძნობები იყო, როგორი იყო სიყვარული. დღეს, ამ წუთას, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა…"
ანი გიუნტერი
ანი გიუნტერი"რუსთავი 2"-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. ანის პირველი მეუღლე კახა არაბიძე იყო. წყვილს ორი შვილი, მაშიკო და ლაზარე ჰყავს. გიუნტერი ქმართან დაშორების შემდეგ დიდხანს იყო დეპრესიაში.
"ძალიან უცებ, მოკლე პერიოდში გავთხოვდი. ახლა კი სულ ვამბობ: რა ადვილი ყოფილა უცებ გათხოვება და როგორ იწელება – გაშორება. რამდენი რამ სდომებია გაშორებას. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში გავთხოვდი. ესეც სპონტანური ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ყოველთვის ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს და კიდევ ერთი ჩვევა მახასიათებს: არ ვსაუბრობ წარსულ დროში არც ურთიერთობებზე და არც ნდობაზე. მიმაჩნია, რომ სიყვარულს წარსული არ გააჩნია. ადამიანებზე ან კარგს ვამბობ, ან ჩუმად ვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვახსენებ წარსულს, მომავალზე ჯერ ადრეა საუბარი და აწმყოზე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სასაუბრო არაფერი მაქვს.
ჩემი პირადი ბოლომდე პირადად დარჩება. სულ რომ რვა შვილი მყავდეს და კოსმოსში გადავიხადო ქორწილი, როცა მკითხავენ, მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენ ჩაგვიბეჭდეს, რომ გათხოვება აუცილებელია. მიხარია, რომ აღარ მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა ოჯახის შექმნას, რადგან მე უკვე მყავს გადასარევი ოჯახი ორი გადასარევი შვილით და ვიღაც თუ დააპირებს ამ ოჯახში შემოსვლას, ჩვენ დავფიქრდებით… მაშინ, როცა ოჯახი მყავდა, თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა. განქორწინებაც არ ყოფილა ტრაგედია, რომელმაც დაღი დამასვა. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს ასეთი ლაღი. არ ვარ სტერეოტიპების ტყვეობასა და რაღაცის მოლოდინში… შეიძლება ადამიანთან არაოფიციალურად 15 წელი გაატარო და იყო უბედნიერესი, ორწლიანმა ოფიციალურმა ურთიერთობამ კი ბედნიერება ვერ მოგიტანოს…" - ამბობდა ანი.