ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია, ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ტელეეკრანზე ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და უშუალობით გამოირჩევა, სამზარეულოში კი - პროფესიონალიზმითა და ინოვაციურობით.
სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი, აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.
ამჯერად ლუკა მთავარი არხის დილის გადაცემის სტუმარია:
"ბავშვობაში კოსმონავტობა მინდოდა. იმ ბავშვს, რომელიც დღემდე ჩემში ცხოვრობს, დღესაც უნდა კოსმოსში წასვლა... კოსმოსში მეგრულ აჯიკას გავაგზავნიდი.
ქართული კულინარია ასი წლის შემდეგ საუკეთესო სამეულში იქნება. ქართული კულინარია არის იდეოლოგია და სულისკვეთება, და არა - რეცეპტები. საჭმლის კეთებისას, ვცდილობ გონება მაქსიმალურად გავთიშო და პროცესით ვისიამოვნო. დედის მომზადებული საჭმელი მიყვარს, ასევე ჩემი ცოლის.
ჩემი მამოძრავებელი არის ცნობისმოყვარეობა... შვილს ველოდები, ახლა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს ჩემს გონებაში".