"როცა რაღაცის მიმართ ვნებიანი ვარ, ამას ინტენსიური ვალდებულებით ვიღებ. სხვათა შორის, ჯერ მსახიობი ვიყავი და მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო დავიწყე სიმღერა".

ამერიკელი მომღერალი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ლიბერალური პოლიტიკური აქტივისტი ბარბარა სტრეიზანდი 1942 წლის 24 აპრილს ნიუ იორკში დაიბადა. ოჯახში მეორე ბავშვი იყო. დედამისს შესანიშნავი სმენა ჰქონდა, რაც გოგონას მემკვიდრეობით გადაეცა. მამამისი მეთევზის შვილი იყო ლვოვიდან, უმაღლესი განათლებითა და მაგისტრის ხარისხით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ასწავლიდა, ზაფხულობით კი ებრაელთა საბავშვო ბანაკში მუშაობდა. იგი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბარბარა მაშინ მხოლოდ 6 თვის იყო.

დიანა შვილებთან ერთად მარტო გარეშე დარჩა, ამიტომ მშობლების პატარა, სამოთახიან ბინაში გადასახლდა და ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ოთხი წლის ბარბრა ბრუკლინში, ებრაულ სკოლაში გააგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ დიანა მანქანებით მოვაჭრეზე, ლოი კინდაზე გათხოვდა და ბავშვებთან ერთად გადავიდა მასთან საცხოვრებლად.ძალიან გამხდარი, მოუხერხებელი გოგონა, დიდი ცხვირითა და ელამი თვალებით, მუდმივი დაცინვის ობიექტად იყო ქცეული. სწორედ ამიტომ, იგი მუდამ ერიდებოდა თანატოლებთან ურთიერთობას. მისთვის ერთადერთ განტვირთვად კინო იქცა.
ბარბარა სტრეიზანდმა წარმატებისკენ სვლა ღამის კლუბებში გამოსვლით დაიწყო. 15 წლისა თეატრში სტაჟიორად მოეწყო. იქ ანიტა მილერი გაიცნო, რომლის ქმარიც, ალან მილერი, თეატრალურ სკოლაში ასწავლიდა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოხვდა თეატრალურ კურსზე და დაიწყო გზა ოცნების ასრულებისკენ. გოგონას ფული არ ჰქონდა, ამიტომ მილერებმა გადაწყვიტეს, სახლში ძიძად წაეყვანათ.

კარიერასტრეიზანდს წარმატება 1964 წელს „სასაცილო გოგონაში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. სცენარში მოთხრობილი იყო მსახიობისა და მომღერლის ფანი ბრაისის ამბავი, ებრაელი გოგონასი არც ისე კარგი გარეგნობით. მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი როლი იყო. სპექტაკლში სტრეიზანდის პარტნიორი მსახიობი ელიოტ გოლდი იყო. მასზე ყველა გოგონა გახლდათ შეყვარებული, მაგრამ მისი ყურადღება ბარბრამ მიიპყრო.

1967 წელს "სასაცილო გოგონას" სატელევიზიო ვერსიის გადაღება დაიწყეს. მთავარ როლს აქაც ბარბარა სტრეიზანდი ასრულებდა. პარტნიორობას კი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი უწევდა. ამ დროს "ექვსდღიანი ომი" დაიწყო და ებრაელების უმეტესობა წინააღმდეგი იყო, რომ შარიფი გადაეღოთ. თუმცა რეჟისორისა და ბარბრას დიდი ძალისხმევით, ის მაინც გადაიღეს. 1968 წელს გამოვიდა ფილმი ტელეეკრანებზე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა.ბარბარმ კარიერის მანძილზე ორი "ოსკარი" მიიღო. ერთი "სასაცილო გოგონაში" მთავარი როლის შესრულებისთვის და მეორე სიმღერისთვის ფილმში "ვარსკვლავი დაიბადა."