"რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და, ღმერ­თზე ვართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მინ­დო­ბი­ლი" - როგორია ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა - Marao

"რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და, ღმერ­თზე ვართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მინ­დო­ბი­ლი" - როგორია ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა

2024-05-30 16:39:39+04:00

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, დე­კემ­ბერ­ში, მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად მას გული გა­უ­ჩერ­და. ამან ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში.

  • „ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში. გახელილ თვალებში, რომლებიც ვერ ხედავენ" - ზურა ბერიკაშვილის დისშვილის ემოციური პოსტი 

მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მისი ოჯა­ხის წევ­რი, მსა­ხი­ო­ბი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

- ზუ­რას მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტის­მე­ტად მძი­მეა. რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და. ტვი­ნის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ტვი­ნის უფუნ­ქცი­ოდ ყოფ­ნა - სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლუ­რად ეს მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს არც ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც არ არის, ღმერ­თზე ვართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მინ­დო­ბი­ლი.

წაიკითხეთ სრულად

ზურა ბერიკაშვილი

ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟია. ზურა თავადაც მსახიობია:

მე-10 კლასში ვიყავი, როცა დარწმუნებით განვაცხადე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი და მსახიობი გავხდებოდი. მართალია, ბავშვობაშიც ბევრჯერ მქონდა დადგმებში მონაწილეობის შანსი, მაგრამ მაშინ ნაკლებად ვინტერესდებოდი თეატრით. ხშირად ვესწრებოდი მამას რეპეტიციებს, კულისებიდან ვუყურებდი სპექტაკლებს. კარგად მახსოვს, როცა ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ რუსთავში გახსნა ახალი თეატრი და სწორედ იქ გადავიდა მარჯანიშვილის დასის დიდი ნაწილი. უნიჭიერესი მსახიობების დადგმები ვნახე, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მაინც უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორედ მათ განსაზღვრეს ჩემი მომავალი. 

  • „გესმით, როგორი იყო? მე რომ კარგად ვარ, მინდა, შენც კარგად იყოო, ამბობდა…“ - ასმათ ტყაბლაძისა და სოფიკო ჭიაურელის მეგობრობის ამბავი და აქამდე უცნობი ისტორიები 

მამას საუკეთესო მეგობარი ბატონი კახი კავსაძე იყო. მთელი 30 წელი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ, თეატრშიც და ცხოვრებაშიც, ერთად წამოიწყეს ბიზნესიც, როცა პურის უზარმაზარი ყანები აიღეს იჯარით, თუმცა 1990-იან წლებში ყველაფერი რთული იყო და მათაც ძალიან გაუჭირდათ, რადგან სწორედ მაშინ დაიხურა ყველა პურის ქარხანა, არადა, ორივეს სახლის სანაცვლოდ ჰქონდა კრედიტი აღებული. უამრავ ნაცნობს მიმართეს დახმარებისთვის, ერთ დილას კი, როცა რომელიღაც სამინისტროსთან იდგნენ ნაცნობის მოლოდინში, ავტოინსპექტორი მიადგა, ვერ იცნო, საბუთები მოსთხოვა და არცერთს რომ არ აღმოაჩნდა, მანქანის გასაღები წაართვა. იქვე იყო მისი უფროსიც, რომელიც ინციდენტს შეესწრო, თვითონაც ძალიან შერცხვა და ინსპექტორიც შეარცხვინა, მერე კი, ორივე საქეიფოდ დაპატიჟა.

ხშირად ვამბობთ მეც და ჩემი დაც, რომ სულ თან გვდევს მამის აჩრდილი და ყოველთვის გვეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ არა მხოლოდ ძველ თაობას ახსოვს და უყვარს მამა, არამედ ახალგაზრდებიც იცნობენ.

მანანა 11 წლითაა ჩემზე უფროსი და პრაქტიკულად, მისი გაზრდილი ვარ. 4-5 წლის ვიყავი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ნაცნობს ენა მივუტანე და ძალიან გამიბრაზდა. დღემდე მწარედ მახსოვს, როგორ გამტყიპა", - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი.