"რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი" - რუსკა ქარქაშაძე - Marao

"რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი" - რუსკა ქარქაშაძე

2024-05-30 17:40:58+04:00

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

  • "ატარეთ ბავშვი ყველგან, ამით იმუნიტეტს გაუძლიერებთ. სტერილური გარემო უარესია" - რუსკა ქარქაშაძე გამომწერებს რჩევებს უზიარებს 
  • ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - რომელი ცნობილი ქართველი ქალი გახდა წელს დედა 

ამჯერად რუსკა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში დედობის შესახებ საუბრობს: 

"პირველად რომ დავინახე, მის გარდა ვერავის ვხედავდი. არ მჯეროდა, რომ მე ეს შევძელი. ჩემს ცხოვრებაში არის ცოცხალი ადამიანი, რომელზეც მთელი სიცოცხლე უნდა ვიზრუნო. ვფიქრობ, რომ შინაგანად მზად ვიყავი. მე და ლაშა მარტო ვუვლით, ღამეებს ვუთენებთ, ვასეირნებთ. მეუღლე ყველაფერს მიწყობს ხელს. მიყვარს ბავშვები და მინდოდა შვილი. რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი"  - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.  

ლაშა მოწონელიძე

8 ივნისს რუსკა ქარქაშაძისა და ლაშა მოწონელიძის ქორწილი გაიმართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ, პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა.