რას ნიშნავს, იყო ძლიერი ქალი – ამ თემაზე ისაუბრა გადაცემა „დღის პოსტში“ ტელეწამყვანმა და ექიმმა ნინო ნადირაძემ.
„ძლიერი ქალი ითვალისწინებს ჯერ საკუთარ აზრს და შემდეგ სხვის აზრს. თუ ხარ სხვისი აზრის ტყვეობაში და გეშინია, რას იტყვის მეზობელი, ნათესავი და სხვა ადამიანი, მაშინ არასოდეს არ ხარ ძლიერი.
რაღაცას რომ ვაკეთებ, ეს მე მინდა; რაღაცას რომ ვამბობ, მე ვფიქრობ ამას და ეს არის ჩემი სიძლიერე. რაღაც ნაბიჯს როცა ვდგამ, ის არის ჩემი სურვილი და არა ვინმეს მიერ ნაკარნახევი.
კაცს თუ უყვარხარ, ძლიერიც უყვარხარ, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც… არაფრისაც არ ეშინიათ კაცებს, უსიყვარულობის გარდა“ – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
ტელეწამყვანმა და ექიმმა შვილიშვილზე ისაუბრა და მოჰყვა, თუ როგორ შეცვალა მან მისი ცხოვრება:
„თითო სუსტი ადგილი აქვს ყველას, თუმცა შვილიშვილი ეს არის ჩემთვის სიძლიერე… მოფერება არ გამომდიოდა, სულ მეგონა, რომ ამის ნიჭი არ მაქვს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისეთი ნიჭი მქონია, შემიძლია უსაზღვროდ, უპირობოდ ვიყო აბსოლუტური „ჩვარი“ ვიღაცა ადამიანის წინაშე. ამ მზეჭაბუკმა ( შვილიშვილმა) ეს დაიმსახურა“ - თქვა ნინო ნადირაძემ.
ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად 30 წელი ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მე ჩემი მინუსები მაქვს, გუგას - თავისი, მაგრამ ეს გლობალურ, საერთო მიზანს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, ერთმანეთისთვის საინტერესოები და ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი, ხელს არ უშლის“, – ამბობდა ნინო ნადირაძე ქმართან ურთიერთობის შესახებ.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს.
ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო, ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…
ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“ - ამბობდა ნინო.