ადამიანის თავისუფლებისათვის ბრძოლა დაუსრულებელია. გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე საფრთხე, რომელიც ჩვენს ქმებებსა და აზრებზეც კი კონტროლის დაწესებას ცდილობს. ცხოვრებაც ერთი მარწუხისგან გათავისუფლების შემდეგ, მეორე, მესამე, მეათე საფრთხისგან თავის არიდებაში, მის გადალახვაში გადის, თუმცა ამად ღირს, რადგან არაფერია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი.
კოლექტიური თავისუფლების მოსაპოვებლად კი ჯერ შინაგანად გვიწევს გადავლახოთ ბარიერები, რისთვისაც ხანდახან საკუთარ თავთან ბრძოლა და ომის მოგებაც გვიწევს ხოლმე. ამ მარადიული ჭიდილის შესახებ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები თითოეული ჩვენგანისა და მთლიანად საზოგადოების გამოცოცხლების ერთ-ერთი წამყვანი იარაღია. მაგალითად, მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში ერის გამოსაღვიძებლად მწერლობამ მთავარი როლი შეასრულა.
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული სხვადასხვა დროს შექმნილი ეს უცხოური კლასიკური ნაწარმოებები ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საკუთარი შეცნობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივია, ფორმები კი განსხვავებული. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა გზის გავლა გვიწევს, თუმცა არცერთი არ არის მარტივი.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 1949 წელს დაიწერა, ლიტერატურული და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც ავტორი ეხება, კვლავინდებურად აქტუალურია. ასეც ხდება, რომ ადამიანები, რომლებსაც სისტემა სძულთ და მთელი ცხოვრება მისგან დისტანცირებას ცდილობენ, საბოლოოდ პროპაგანდისტული და ძალადობრივი მეთოდები მათ მოდრეკას ახერხებს და რეჟიმის ერთ-ერთ ჭანჭიკად აქცევს.
სამწუხაროა, რომ ხანდახან ისინი გვღალატობენ, ვინც ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი ჯარისკაცები გვგონია.
წიგნის დისტოპიური სიუჟეტი იმდენად ახლოს არის როგორც გასულ, ისე ამ საუკუნეში მიმდინარე მოვლენებთან, რომ შორეული აღარ გვეჩვენება და რთულია, მისი დასრულების შემდეგ თავი უსაფრთხოდ იგრძნო.
ერიხ მარია რემარკი - „ნასესხები სიცოცხლე“
ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“ 1959 წელს გამოქვეყნდა. ზოგადად, გერმანელი მწერლის შემოქმედება შთაგონებულია ომისგან განცდილი ტკივილითა და დანაკლისით, რაც აღნიშნულ რომანზეც აისახა.
რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც დარჩენილი ცხოვრების სამკურნალო დაწესებულებაში გატარება არ სურს. მას შემდეგ რაც იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან. „ნასესხები სიცოცხლე რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია.
ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“
დისტოპიური სატირა „მექანიკური ფორთოხალი“ სისტემასთან ძალადობრივ დაპირისპირებისა და ადამიანის გონებაზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობებზე მოგვითხრობს.
ნაწარმოები სტენლი კუბრიკის 1971 წელს გადაღებულ ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას დაედო საფუძვლად და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ცოტა ხნის წინ წარადგინა ნამუშევრის ახალი გამოცემა, რომლითაც ქართველი მკითხველი პირველად გაეცნო რომანის სრულ ვერსიას. მთავარი გმირების წინააღმდეგობრივი ხასიათის, ნაწარმოების სათაურისა და თხრობის რთული ენის გასაგებად, წიგნში შესულია ენტონი ბერჯესის წერილები, სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ბრიტანეთის ლიტერატურულ ჟურნალებში. ეს წერილები სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაზეა და იმ არჩევანზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს.
ფიოდორ დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“
რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა. ეს არის ფსიქოლოგიური ისტორია დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“
დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნის რუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში.
ლევ ტოლსტოი - „ომი და მშვიდობა“
„ომი და მშვიდობა“ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხებულია. უდიდესი მწერალი ლევ ტოლსტოი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და ჰუმანისტი, მძაფრად განიცდის მარცხს. ამ განცდით ატანილი და საკუთარ თავთან დარჩენილი მწერალი მუშაობას იწყებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანზე. რომანი სტრუქტურულად რამდენიმე ანტითემაზეა აგებული - ერთმანეთს უპირისპირდება ორი ომი და ორი ბრძოლა, ორი მხედართმთავარი და ორი ქალაქი და სათაური - ომი და მშვიდობა.“
ჯერომ დევიდ სელენჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“
მარტოობა და გაურკვევლობის შიში – ეს ყველაფერი თითოეულ ადამიანშია, სწორედ ამიტომ გახდა მილიონობით ადამიანისთვის სელინჯერის ეს რომანი ასეთი ახლობელი და გასაგები.
სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს: აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგიური დოქტრინებით, აღმოსავლეთის იდეალისტური ფილოსოფიით.
რუტა სეპეტისი - „უნდა გიღალატო“
1989 წელს მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად დგას რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. ქვეყანაში მკაცრი კონტროლია, საყოველთაო თვალთვალი, ხალხი შიმშილობს. მას თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს - აკრძალულია ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებენ, აწამებენ, კლავენ. 17 წლის მოსწავლემ კრისტიან ფლორესკუმ იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.
თითოეულ ნაწარმოებს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „პალიტრა L-ის“ კუთხეში შეიძენთ.
R