ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ნუკის ჰყავს მშობლები: ეკატერინე ბალხამიშვილი, ზურა კოშკელიშვილი. ასევე ჰყავს ერთი და, ბუბუ, რომელიც ძალიან ჰგავს ნუკის.
ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკის და ბენს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის. ამჯერად ნუკი ახალ პოსტს აქვეყნებს:
"მომატყუე, ბოშა ქალო, ბოშა ქალო…. ნახეთ, როგორ ვიტყუებით სოცქსელებში და ეჰჰჰ, რამდენს ნიშნავს სწორი რაკურსი, კარგი განათება და სწორი ადამიანი.
მორალი
1. არ დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან, გაჩვენებენ
2. ცხოვრებაშიც ასეა, შეიძლება ფიქრობდე, რომ რაღაც სიტუაცია გამოუვალია, ცუდად არის საქმე ან რაღაც ხდება და გაწუხებს და მერე ხვდები, რომ უკეთესი რაკურსით დანახული პრობლემა გაპოვნინებს გამოსავალს, სწორი განათება შეცვლის სიტუაციას და კიდევ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ყველას თვალში კარგი ვერ იქნები, ადამიანს რომ უყვარხარ, სხვანაირი ლინზით გხედავს, ნაკლს ვერ ამჩნევს და არაფერი გაქვს სადარდებელი" - წერს ნუკი.