გია ბაღაშვილმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა: როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მისმა ქალიშვილებმა კონსერვატორიაში გამართულ ყოველწლიურ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა და ჯილდო დაიმსახურეს:
„გილოცავთ ყველას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! გილოცავთ ნინოობას. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ნინოს. ვულოცავ ჩემს უფროს გოგონას, ჩემს უსაყვარლეს ნინის. ნინის და ლიზას, ჩემს მეორე გოგონას, დღეს მნიშვნელოვანი დღე ჰქონდათ. მათ კონსერვატორიაში გამართულ ყოველწლიურ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა და მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მარიამი და ანასტასია დებს მთელი გულით გულშემატკივრობდნენ“.
გია ბაღაშვილი წლების მანძილზე დაქორწინებული იყო მსახიობ თაკო ტაბატაძეზე. მათ 4 ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვს და თანაბრად არიან ჩართულები გოგონების აღზრდაში.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1994 წელს (მუსმცოდნეობა, ფოლკლორის განხრით). 1990 წელს დააარსა ფოლკლორული ჯგუფი "მიმინო"; 1995 წლიდან ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, პარალელურად 1995-2005წწ. იყო შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისის" მუსიკალური ხელმძღვანელი, 2005 წლიდან გენერალური დირექტორი; 2006 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი "ქუჩის მუსიკოსები"; 2001-2006წწ. ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ე. თაყაიშვილის სახელობის თბილსისი კულტურის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი(მუსიკალური ფოლკლორი), პროფესორი; მისი თაოსნობით ჩატარებულია მრავალი შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, ბენეფისი, სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი; ავტორია ორი საავტორო ტელეპროექტის ხალხური მუსიკის შესახებ: "შემოძახილი", "საახალწლო"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, გერმანია, იტალია, მალტა ჯგუფ "მიმინოსთან " ერთად; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
ჯემალ ბაღაშვილი ქართველი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი, თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1973 წელს.
1961–1964 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი. 1964–1968 წლებში — ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს „ლილეს“ სოლისტი. 1968 წლიდან ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი. მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის“ გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია.