ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანი მეუღლესთან, პრინც ხუან ბაგრატიონ-მუხრანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებს ქორწინებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
„10 წელი ერთად!
სიყვარული და ბედნიერება ყოველი წუთი!“
ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონები
ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ, იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია. მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა, 2018 წელს კი სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს.
ქრისტინე და იოანე ერთმანეთს საქართველოში შეხვდნენ: "ჩვენ ერთმანეთს შევხვდით საქართველოში 2014 წელს და ძალიან მალე სამოქალაქო ქორწინება გვქონდა სამხრეთ ესპანეთის ქალაქ რონდაში. შემდეგ, მოგვიანებით, 2018 წლის 3 ივნისს, საქართველოში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქორწინო ცერემონია გაიმართა. დღეს უკვე ველოდებით ჩვენს პირველ შვილს. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურად ვართ ორივე, პირველი შვილისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ერთ საღამოს, ჩვენს ოჯახურ შეკრებაზე სიურპრიზი გავუკეთე. მაშინ გავუმხილე, რომ შვილს ველოდებოდით. რამდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ კი ძალიან ემოციურად მიიღო ეს სიახლე.
ჩვენი შვილი საქართველოში დაიბადება, რაც ყოველთვის იყო ჩვენი სურვილი. მართლაც ამაღელვებელი და განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ბავშვის დაბადების მოლოდინი გაქვს. ვემზადები ჩვეულებრივად ისე, როგორც ყველა დედა მოემზადებოდა. დედაჩემი მეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში სულ დამეხმარება. ასევე, იოანეს დედა კარმენს სურვილი აქვს, რომ სულ ჩვენთან იყოს და მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, აპირებს ჩვენთან ჩამოსვლას."