„4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი; მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე…" - სოსო ჯაჭვლიანის რძალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - Marao

„4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი; მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე…" - სოსო ჯაჭვლიანის რძალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2024-06-06 11:14:31+04:00

დღეს სოსო ჯაჭვლიანს 67 წელი შეუსრულდებოდა.

მსახიობის რძალი, კატო გიორგაძე სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:

„გილოცავ დაბადების დღეს. 4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე… მჯერა, რომ უკეთეს ადგილას ხარ…..

ძალიან გვაკლიხარ ყველას ….ძალიან გვიჭირს უშენოდ….

გვიყვარხარ“, – წერს კატო გიორგაძე და არქივიდან გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ასახულია მსახიობისა და შვილიშვილის შეხვედრა.

„ვაჩიკოს ბაბუ“ – წერს სოსო ჯაჭვლიანის რძალი.

  • 66 წლის ასაკში სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა - რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი 
  • „სანამ ცოცხალი ვარ, ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს… სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა" - ზაზა კოლელიშვილი საუკეთესო მეგობარს, სოსო ჯაჭვლიანს ემშვიდობება 

სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი იყო  ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი). 

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად.