ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია. რუსას ცხოვრების გზა საინტერესო დეტალებით არის სავსე, რომელიც "მარაოს" მკითხველისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
35 წლის მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.
რუსა ჩაჩუას ოჯახი
17 წლის ასაკში რუსამ პირველი სიყვარული იპოვა და მალევე გათხოვდა. მისი რჩეული არჩილ სახვაძე იყო. რუსამ დაოჯახების შემდეგ სამხატვრო აკადემია დაასრულა და პირველი შვილის დედაც გახდა. არჩილსა და რუსას თაზო შეეძინათ, რამდენიმე წელში კი ნასტიაც გაჩნდა.
აკადემიის დასრულების შემდეგ რუსა 3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა.
როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"შვილებს ხანდახან ვეჩხუბები კიდეც, რადგან ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ საერთო ჯამში, ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს და ყველაზე მეტად მათთან გატარებულ დროს ვაფასებ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავისუფალი დრო შვილებს მაქსიმალურად დავუთმო. გვიყვარს კინოთეატრში სიარული. კვირა დღე მთელი ოჯახისთვის განსაკუთრებულია. ამ დღეს, უპირობოდ, ყველა ვიკრიბებით და სასადილოდ სადმე მივდივართ. კვირა ჩვენი საყვარელი დღეა." - ამბობს რუსა ჩაჩუა.
მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ "არანორმალური" დედაა, უფროს შვილს ხშირად ურეკავს და აწუხებს - მუდმივად აინტერესებს, სად იმყოფება.
"არანორმალურად შემაწუხებელი დედა ვარ - სულ უნდა ვიცოდე, სად არის, რას აკეთებს და ა.შ. ის არის ადამიანი, რომელიც არც მე მატყუებს და არც მამას, დიდ პატივს გვცემს. თვითონ არ აპროტესტებს, მაგრამ ვაღიარებ, აუტანელი დედა ვარ" - ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად რუსა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: