თამუნა მუსერიძეს მეუღლემ, სანდრო მიკუჩაძემ ქორწინებიდან 10 წლის თავზე ხელი კვლავ სთხოვა.
ამის შესახებ თამუნა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
„ან ეს ფატიანი გოგო სად იშოვა, ან ეს გადამღები ხალხი. ნაწყენია, წესიერად რატომ არ შეიმჩნიე, ათი წლის თავზე ხელი რომ გთხოვეო და რანაირად წარმოვიდგენდი?” – წერს თამუნა.
თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებული იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ.
"თამუნა ძალიან უცნაურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რამ მალე მოხდა. დრო ტყუილად აღარ გავფანტეთ. დაგეგმილი არ გვქონდა შვილები, ოჯახური ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი თვითონ მოვიდა. ახლა ვხვდები, რატომაც. მსგავს თემებში მე ცოტა ზარმაცი ვარ. პროფესიაში – კი ბატონო, მაგრამ სხვა რამეებისკენ არ ვიხედებოდი. თამუნა იმდენად საქმოსანია, რომ მასთან ურთიერთობამ დამანახვა, რამხელა კონტრასტი იყო ჩვენ შორის. თან, საერთოდ არ არის მომთხოვნი. აბსოლუტურად არაფერს მოითხოვს შენგან. ამან უფრო იმოქმედა ჩემზე. იმდენად მშვიდია, იმდენად არაფერს ითხოვს, ეს ცოტა გამაღიზიანებელი იყო. მერჩივნა, ეთქვა, რა გამეკეთებინა, რით დავდგომოდი გვერდით. მაგრამ ჩემთვის მისი ჩუმად ყოფნა უფრო დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. თვითონ იმდენად ყველაფერს აკეთებს, ჩემთვის, ფაქტობრივად, საქმე აღარ რჩებოდა. ამან ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. მინდოდა, გამომეხატა, რომ მე ვარსებობ და პასუხისმგებლობის აღება და გვერდით დგომა შემიძლია. როცა პირველ ქორწინებაში მამა გავხდი, ელენეს დაბადებიდან ძალიან მალე, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახი დაიშალა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, მამა გავხდი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვახერხე თავის გამოვლენა. ელენესთან ურთიერთობა არცერთი წამით არ გამიწყვეტია, მაგრამ, როცა ოჯახი ერთიანია, ეს სულ სხვა არის. რაც უნდა კარგი ურთიერთობა გქონდეს, ბავშვისთვის ძალიან რთულია. მეც ასე გავიზარდე და მშობლები რომ დაშორებულები არიან, ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ბავშვი. ამიტომ, როცა კიდევ მომეცა მამობის საშუალება და როცა ეს ოჯახურ გარემოში მოხდა, მეც აბსოლუტურად განსხვავებული აღმოვჩნდი. მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ელენესთან ვერ მოვახერხე, მარიანასთან და ანიტასთან გამომივიდეს. ეს მართლა სასწაული გრძნობაა, რასაც ყველა მშობელი კარგად მიხვდება. მინდა, ჩემი შვილებისთვის სრულყოფილი მამა ვიყო, თუკი ეს შესაძლებელია. მაგრამ სულ ვგრძნობ, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ, საკუთარ თავთან მაინც უკმაყოფილების შეგრძნება მაქვს" - ამბობდა სანდრო.