ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ნუკის ჰყავს მშობლები: ეკატერინე ბალხამიშვილი, ზურა კოშკელიშვილი. ასევე ჰყავს ერთი და, ბუბუ, რომელიც ძალიან ჰგავს ნუკის.
ამჯერად ნუკი და ბუბუ კოშკელიშვილები "რუსთავი 2" - ის გადაცემაში ერთმანეთის შესახებ კითხვებს პასუხობენ:
ბუბუ: შენთვის ტყუილი არასდროს მითქვამს.
ნუკი: შენმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. 13 წლამდე მარტო ვიყავი, ბუბუს დაბადება ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მახსოვს სამშობიაროში რომ მივედი, დედაჩემი არ მაინტერესებს, მხოლოდ ჩემი დის გაცნობა მინდოდა. გონებაში მქონდა გადაწყვეტილი, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა. ოჯახში უმცროსი და მე უფრო ვარ, ვიდრე ბუბუ.
ბუბუ: ნუკი ყველაფერზე ნერვიულობს. ვურჩევდი, რომ ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოს.
ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.