"დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ყოფნა მარტო ჩემი სპორტია თუ ხართ კიდევ ვინმე ამის მიმდევარი?" - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია. რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი - Marao

"დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ყოფნა მარტო ჩემი სპორტია თუ ხართ კიდევ ვინმე ამის მიმდევარი?" - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია. რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი

2024-06-10 10:19:29+04:00

ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ნუკი იუბილარია. დაბადების დღის აღსანიშნავად ის სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს: 

"ყველას დიდი მადლობა, ვინც არ დაიზარეთ და მომილოცეთ.. მე იმ დეპრესიული ადამიანების რაოდენობას მივეკუთვნები, ვისაც თავის დაბადების დღეზე ჰგონია, რომ არავის გაახსენდება და საერთოდაც, არავის სჭირდება... ამიტომ, თითოეულმა თქვენმა მესიჯმა გამათბო და დამმუხტა ერთი წლით.  ყველა დაგიმახსოვრეთ და კიდევ უფრო შეგიყვარეთ… 34 წლის გავხდი...

დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ყოფნა მარტო ჩემი სპორტია თუ ხართ კიდევ ვინმე ამის მიმდევარი?" - წერს ნუკი.  

  • "ქმარს გადავაბარე ბავშვი და მე მივდი-მოვდივარ წინ და უკან" - ნუკი კოშკელიშვილის ინტერვიუ პირად საკითხებზე 
  • 13 წლამდე მარტო ვიყავი, ბუბუს დაბადება ძალიან დიდი ბედნიერება იყო. გონებაში მქონდა გადაწყვეტილი, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა" - ნუკი და ბუბუ კოშკელიშვილები ერთმანეთის შესახებ 

ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე 

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული. 

"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.