„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირის როლის შემსრულებელი ლევან ყოჩიაშვილი ნიკოლოზ ხაჩიძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ მეუღლეს გაშორდა:
„არასდროს მჯეროდა, როდესაც მსახიობები ამბობდნენ, რასაც ვთამაშობ, ის მემართებაო… დავშორდით… წელიწადია, წამოსული ვარ… ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა“, - აღნიშნავს მსახიობი გადაცემის ანონსში.
ლევან ყოჩიაშვილი
განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა „დათო გოცირიძის“ როლმა. გადაღებულია ფილმებში: „ჭამა და სექსი“, „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“.
"ძალიან პატარა ასაკის - 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი შვილი - კესო გაჩნდა. საერთოდ, თავდაპირველად, ძნელია, როცა თავადაც თითქმის ბავშვს ბავშვი გიჩნდება. მშობლებიც გეხმარებიან... დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა ძლიერდება... მამობის პასუხისმგებლობა ბავშვის გაჩენისთანავე ვიგრძენი.
საერთოდ, სულ ვცდილობ, შვილებს ისე მოვექცე, როგორც ჩემი მშობლები მექცეოდნენ - მათი აღზრდის მეთოდის "ასლს ვაკეთებდი": დედ-მამასთან ვმეგობრობდი. ახლაც ასეა. შვილების აღზრდისას იმის "კოდირება" მოვახდინე, რაც მშობლებისგან საკუთარ თავზე გამოცდილი მქონდა.
ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დაუჯერონ, ენდონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობლებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ და თავადაც ასე ვარ განწყობილი: თუ ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია, მონდომებულია, სულ ამაზე ოცნებობს, ფიქრობს, ცხადია, მხარი უნდა დაუჭირო, მხარში ამოუდგე...
ჩემმა შვილმა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, წელს საჯარო მართვის ფაკულტეტს (მაგისტრატურას) ამთავრებს. მაგისტრატურის 1 სემესტრის განმავლობაში პოლონეთში სწავლობდა. მისი პროფესიული არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - მერვე კლასიდან იცოდა, რომელი პროფესიის დაუფლება, რომელ სასწავლებელში სწავლა სურდა. იცოდა, რისკენ მიდიოდა და მიდის. როგორც შემიძლია, მხარში ვუდგავარ" - ამბობდა მსახიობი.