სალომე ბაკურაძემ მცირე ხნის წინ ახალმოსახლეობა ბიზნესმენ ქმართან, ლაშა ბასლანძესა და 9 წლის ვაჟთან, სანტისთან ერთად აღნიშნა. როგორც სალომე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში ამბობს, ოჯახში მეუღლეს ყველაფერი მასზე აქვს მინდობილი:
"ოჯახში ლაშა ძალიან დამთმობია. სახლის რემონტიც კი ისე გავაკეთეთ, როგორც მე მინდოდა. ოჯახში ყველაფერი ჩემზე აქვს მონდობილი. საჭმელიც რომ არ მოვამზადო, შეიძლება არც ეს იყოს მისი პრობლემა. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ზომავს და მიფრთხილდება. მაგალითად, სანტი სკოლაში რომ წავიდეს, ავტობუსი აკითხავს. ლაშამ კარგად იცის, რომ დილით ძილი ძალიან მიყვარს, გვიანაც ვიძინებ, ამიტომ შეუძლია, ადგეს, ბავშვი ასაუზმოს, ჩააცვას და ჩაიყვანოს ისე, საერთოდ არ შემაწუხოს…“
სალომე ბაკურაძე
ერთ-ერთ ინტერვიუში იმაზეც საუბრობდა, რომ სიმღერა ყველაზე რთულ პერიოდებთან გამკლავებაშიც ეხმარება. სწორედ მუსიკამ გადაატანინა მამის გარდაცვალება:
„მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში ქმრის გარდაცვალების მერე ხმა საერთოდ წაერთვა. ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა, მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები მასწავლიდნენ…“ - იხსენებს სალომე ბაკურაძე.
სალომეს მეუღლე ლაშა ბასლანძეა. მათი სიყვარულის ამბავი ქობულეთში დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ერთი შვილი, სანტი ჰყავს.