"ჩემი ცოლის დაქალები" კადრს მიღმა - საყვარელი მსახიობების სახალისო კადრები - Marao

"ჩემი ცოლის დაქალები" კადრს მიღმა - საყვარელი მსახიობების სახალისო კადრები

2024-06-15 14:35:43+04:00

ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია ფორმულა კრეატივის მიერ. 2011 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. 2019 წლის ოქტომბრიდან სერიალი გადის — ტელეარხ ფორმულაზე.

სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.

  • "ნატაშკას" როლით მოსული დიდი წარმატება, ორი ქორწინება და შვილი - ეკა დემეტრაძის კარიერა და პირადი ცხოვრება 

2012 წელს გამოვიდა შუალედური, სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“. 2014 წელს აგრეთვე გამოვიდა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.

2022 წელს სერიალი მე-18 სეზონით დამთავრდა. როგორც განაცხადეს, მე-18 სეზონი, ფინალური სეზონი იყო, თუმცა, 2023 წლის 7 ივლისს სერიალის მე-19 სეზონი დაიწყო. ამჯერად სერიალი შეჩრებულია და უცნობია, როდის და რა ფორმით გაგრძელდება. 

  • "განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, არც მილიონერი მჭირდება, რადგან მინდა, ღამე მშვიდად მეძინოს" - 43 წლის მსახიობის სასიყვარულო ცხოვრება, კარიერა და ოჯახი: როგორია ნინო გაჩეჩილაძის ცხოვრება 

"ჩემი ცოლის დაქალები"

სერიალის მსახიობები უკვე 10 წელზე მეტია, რაც რეგულალურად ჩანან ტელეეკრანებზე და მათი ცხოვრება, პრობლემები, თავგადასავლები, თითქოს, მაყურებლის ყოველდღიურობადაც იქცა. დათოს ცოლისა და მისი დაქალების ამბები სერიოზული განხილვის საგნადაც არაერთხელ ქცეულა. ამჯერად კი სერიალის გმირები, ანა ტყებუჩავა, ნინო გაჩეჩილაძე,  ლევან ყოჩიაშვილი და თეკო ჩუბინიძე სახალისო კადრებს აქვეყნებენ: