მეხუთე შვილის მოლოდინი და კადრები ამსტერდამიდან - ლელა კილაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - Marao

მეხუთე შვილის მოლოდინი და კადრები ამსტერდამიდან - ლელა კილაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

2024-06-15 17:16:30+04:00

ლელა კილაძე სულ ცოტა ხნის წინ 41 წლის გახდა. ფოტოს წვეულებიდან, სადაც ლელას ყოფილი ქმრები და ახლანდელი პარტნიორი ერთად იყვნენ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ კი ლელა კილაძის ფოტო მისმა მეგობარმა და ნათესავმა, მარი გოშხეთელიანმა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ის რამდენიმე თვის ფეხმძიმეა. ორსული ლელა კილაძე ამსტერდამში მოგზაურობს და კადრებს მეგობრებსაც უზიარებს. 

  • სტუმრად ახლანდელი შეყვარებული გიორგი ცაგარელი და ყოფილი ქმრები, გიგი უგულავა და გუკა რჩეულიშვილი; ტორტი და მხიარულება: როგორი იყო ლელა კილაძის დაბადების დღის წვეულება 

ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი 

ლელა კილაძის პარტნიორი მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან, თუმცა საზოგადოებაში, როგორც წყვილი, ხშირად ჩნდებიან.  გიორგი ცაგარელი მანამდე ასევე მუსიკოს ლიზა ბაგრატიონს ხვდებოდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად, დაშორების მიზეზებზე კი არ უსაუბრიათ. ლელა კილაძისთვის ეს მეხუთე შვილია, გიორგი ცაგარელისთვის - პირველი. 

  • "ბაღი, სა­დაც გა­დავ­რჩი" - ლელა კილაძის ოთხი ქმარი და სკანდალებით სავსე პირადი ცხოვრება