სახიობი ეკა ნიჟარაძე დიდი ხანია, რაც საცხოვრებლად სოფელ ართანში გადავიდა. მსახიობი „ნანუკას შოუში“ ამბობს, რომ ძალიან უნდოდა ჰქონოდა სახლი სოფლად, ეს ნატვრა აიხდინა, თუმცა ამისთვის გრძელი და რთული გზა გაიარა:
„გავიკეთე ოპერაციები, საკმაოდ რთული. მადლობა ღმერთს, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მოხდა ისე რომ საავადმყოფოდან გამომწერეს რამდენიმე დღით ადრე, მომდის მეილი, რომ რადგან ადრე გამომწერეს გარკვეულ თანხას მიბრუნებდნენ უკან – ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
სრულიად შემთხვევით მოვხვდი ალავერდში და სწორედ მაშინ ვთქვი – ხომ არ ვნახო ბარემ ეს სახლი… ეს სახლი რომ დავინახე, მაშინვე მივიღე ყიდვის გადაწყვეტილება. დიდი ხანია მინდოდა სოფლად გადმოსვლა, აქ გადმოსვლამდე შორი და რთული გზა განვლე. დღეს აქაურობა ჩემი ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტია, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს“, - ამბობდა ეკა.
ეკა ნიჟარაძე
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო:
"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა მისთვის მომავალი პროფესია. ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით პრაგმატულები არიან და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც უფრო მომგებიანია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც. ყველაფერი ბოლო კლასში გადავწყვიტე, როცა სკოლას ვამთავრებდი. მანამდე მსახიობობაზე არც მიფიქრია, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში დავდიოდი მუსიკაზე, ბალეტზე და ქორეოგრაფიული სასწავლებელიც დავამთავრე. ბოლოს გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც მუსიკაც არის, ცეკვაც და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე, მე მაინც მსახიობი გავხდი" - ამბობს ეკა ნიჟარაძე.
ეკა ნიჟარაძე მეუღლესთან, მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში, სოფელ ართანაში ცხოვრობს.