ელისო დადიანის ამბავი: "მის­მა სი­ლა­მა­ზემ ათ­ქმე­ვი­ნა ერთ ფრანგ მხატ­ვარს: – ბედ­ნი­ე­რია ის ერი, ვი­საც ასე­თი ქა­ლე­ბი ჰყავ­სო" - Marao

ელისო დადიანის ამბავი: "მის­მა სი­ლა­მა­ზემ ათ­ქმე­ვი­ნა ერთ ფრანგ მხატ­ვარს: – ბედ­ნი­ე­რია ის ერი, ვი­საც ასე­თი ქა­ლე­ბი ჰყავ­სო"

2024-06-15 19:02:37+04:00

 XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში თბი­ლი­სის ლა­მაზ­მა­ნებს შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ელი­სო და­დი­ა­ნი – ცნო­ბი­ლი რუსი მხატ­ვრის, სა­ვე­ლი სო­რი­ნის მუზა. ელი­სო და­დი­ანს თვალს ვერ წყვეტ­დნენ მო­ხიბ­ლუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი. უნა­ტი­ფე­სი, ღვთა­ებ­რი­ვი, ცი­უ­რი – ასე­თი ეპი­თე­ტე­ბით ამ­კობ­დნენ ისი­ნი და­დი­ა­ნის ქალს. მის­მა სი­ლა­მა­ზემ ათ­ქმე­ვი­ნა ერთ ფრანგ მხატ­ვარს: – ბედ­ნი­ე­რია ის ერი, ვი­საც ასე­თი ქა­ლე­ბი ჰყავ­სო.

ელისო დადიანი 

ელი­სოს მამა, იო­სებ და­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­ით სამ­თო ინ­ჟი­ნე­რი იყო და და ემიგ­რა­ცი­ამ­დე ბა­ქო­ში, ნო­ბე­ლე­ბის ფირ­მა­ში მუ­შა­ობ­და. დედა – თა­მარ გრი­გო­ლის ასუ­ლი თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, სო­ლო­მონ I-ის შთა­მო­მა­ვა­ლი, მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი მან­დი­ლო­სა­ნი. და­დი­ა­ნე­ბის ოჯახს ექ­ვსი ასუ­ლი ჰყავ­და, რო­მელ­თა სი­ლა­მა­ზე­სა და გან­სწავ­ლუ­ლო­ბა­ზე ლე­გენ­დებს ჰყვე­ბოდ­ნენ. ელი­სო და მისი დები: ელო, ირი­ნე, სა­ლო­მე, ეკა და რუ­სუ­და­ნი, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ლო­ნებ­სა და თავ­ყრი­ლო­ბებს ამ­შვე­ნებ­დნენ.​ბოლ­შე­ვი­კე­ბის­გან გაქ­ცე­ულ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­შე­ფა­რე­ბულ­მა სა­ვე­ლი სო­რინ­მა, ბინა თბი­ლის­ში და­ი­დო. ამ პე­რი­ოდს ეკუთ­ვნის უმ­შვე­ნი­ე­რეს ქალ­თა პორ­ტრე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დახ­ვე­წილ­მა მხატ­ვარ­მა თან გა­ი­ყო­ლა, მათ შო­რის, 1919 წელს შექ­მნი­ლი, 17 წლის ელი­სო და­დი­ა­ნის პორ­ტრე­ტიც. გო­გო­ნას პორ­ტრეტ­ზე მუ­შა­ო­ბა ცნო­ბილ­მა ხე­ლო­ვან­მა თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში და­ი­წყო, მაგ­რამ პა­რიზ­ში და­ას­რუ­ლა, სა­დაც ბე­დის­წე­რის წყა­ლო­ბით ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად აღ­მოჩ­ნდა.

  • შვილს წლების განმავლობაში ეგონა, რომ კლაუდია მისი უფროსი და იყო - კლაუდია კარდინალეს უცნობი პირადი ისტორიები 

სა­ვე­ლი სო­რინს იმ­დე­ნად უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, რომ მე­უღ­ლეს ან­დერ­ძად და­უ­ბა­რა, ქარ­თუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის გა­და­ე­ცა. მარ­თლაც, ელი­სო და­დი­ა­ნის პორ­ტრე­ტი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ამ­შვე­ნებს. 1921 წლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ და­დი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ. სა­უ­ცხოო გა­რეგ­ნო­ბის, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა იმ­თა­ვით­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ელი­სო და­დი­ანს ხე­ლი­სა და გუ­ლის მთხოვ­ნე­ლე­ბი არ დაჰკლე­ბია, მაგ­რამ მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა მას წინ ელო­და...

და­დი­ან­თა ოჯა­ხის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე ელი­სომ ინ­გლი­სე­ლი დიპ­ლო­მა­ტი არ­ნოლდ ზარ­ბა გა­იც­ნო, მალე და­ქორ­წინ­და და მას­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა სა­ცხოვ­რებ­ლად.  სა­ლო­მეს ერთ-ერთი და, ირი­ნე და­დი­ა­ნიც პა­რიზ­ში გა­თხოვ­და. მისი მე­უღ­ლე გახ­და საფ­რან­გე­თის უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ოფი­ცე­რი, დი­მიტ­რი (ბა­ზორ­კა) ამი­ლახ­ვა­რი. მათ სამი შვი­ლი - გი­ორ­გი, ოთა­რი და თა­მა­რი შე­ე­ძი­ნათ. ოჯა­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა და­უს­ვა წერ­ტი­ლი. 1942 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი ეგ­ვიპ­ტე­ში ელ–ამა­ინ­თან გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი ირი­ნემ ლონ­დონ­ში შე­ი­ტყო, სა­დაც ის შვი­ლებ­თან ერ­თად დის ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და.

  • წყვილი, რომელიც სიყვარულის გამო ვატიკანს დაუპირისპირდა: სოფი ლორენი და კარლო პონტი 

გე­ნე­რალ ვე­ი­გა­ნის #299 ბრძა­ნე­ბით, დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნით ნარ­ვი­კის ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის 1940 წლის 31 აგ­ვის­ტოს. დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი დაკ­რძა­ლუ­ლია ელ ალა­მე­ინ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სა­საფ­ლა­ოს ფრან­გულ ზო­ნა­ში. 1944 წ. დე­კემ­ბერ­ში უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღა­ნე­ლო­ბამ ირი­ნე და­დი­ა­ნი მე­უღ­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო­ზე და­პა­ტი­ჟა. შარლ დე გოლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწ­ვევ­და დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვრის ოჯა­ხის წევ­რებს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ძეგლის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე. სა­ღა­მო­ზე და­სას­წრებ­ლად დები ბავ­შვებ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო მან­ქა­ნით გა­ე­შურ­ნენ....

"პა­რი­ზი არ მოგ­ვი­ტანს ბედ­ნი­ე­რე­ბას", – ელი­სოს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა. 1944 წლის 25 დე­კემ­ბერს ელი­სო და ირი­ნე და­დი­ა­ნე­ბი პა­რი­ზის­კენ მი­მა­ვალ­ნი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუპ­ნენ. ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ. ობ­ლე­ბი "საფ­რან­გე­თის შვი­ლე­ბად" გა­მო­ცხად­ნენ და მათი აღ­ზრდა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ იკის­რა. ელი­სო და ირი­ნე და­დი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მათი და, სა­ლო­მე, ცო­ლად გაჰ­ყვა არ­ნოლდ ზარბ(ა)ს. ირი­ნე და­დი­ა­ნი, მისი მშობ­ლე­ბი, დები და შვი­ლე­ბი: თა­მა­რი და ოთა­რი, პა­რი­ზის ბა­ნი­ოს სა­საფ­ლა­ო­ზე არი­ან დაკ­რძა­ლულ­ნი.

წყა­რო: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა