როგორც დაანონსებული იყო, ქეით მიდლტონი Trooping The Colour-ის ცერემონიაზე გამოჩნდა. პაპარაცებმა უელსის პრინცესა ბრონირებულ მანქანაში დააფიქსირეს, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად იყო.
ქეით მიდლტონი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ქიმიოთერაპიის კურსს აგრძელებს. ამის მიუხედავად, ღონისძიებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის თეთრი ფერის კაბასა და შლაპაში იყო გამოწყობილი. ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს ქეით მიდლტონის გამო უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ყველა აღნიშნავდა, რომ ქეითის კაბის ინსპირაცია ოდრი ჰეპბერნი იყო ფილმიდან "my fair lady".
ქეით მიდლტონი
რამდენიმეთვიანი გაუჩინარებისა და არაერთი კონსპირაციული თეორიის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მოულოდნელ და შოკისმომგვრელ დიაგნოზზე საუბრობდა. როგორც აღმოჩნდა, პრინცესა მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძვის და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს:
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე", - ამბობდა ქეითი ვიდეოში.